» » » რეკომენდირებულია კრაზანას ნაყენის გამოვლება პირის ღრუში ცუდი სუნის გასაქრობად, ასევე ღრძილებში შეზელა, მათ გასამაგრებლად.

რეკომენდირებულია კრაზანას ნაყენის გამოვლება პირის ღრუში ცუდი სუნის გასაქრობად, ასევე ღრძილებში შეზელა, მათ გასამაგრებლად.

კრაზანა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა 30-100 სმ სიმაღლის. მისი ყვავილები მოოქროსფრო-ყვითელია. ყვავილობს ივნის-აგვისტოში, იზრდება მშრალ, გამეჩხერებულ ტყეებში, მინდვრად ტყის პირებში და და ნასვენ მიწებზე.

სამკურნალოდ გამოიყენება ყვავილი (ყვავილის ქვევით 7-10 სმ-ზე იჭრება), აგროვებენ ყვავილობის პერიოდში, აღმავალი მთვარის ფაზაში.
შეიცავს ეთერზეთებს, ჰიპერატინს, ასკორბინის და ნიკოტინის მჟავებს, P და PP1 ვიტამინებს, კაროტინს და სხვა ნივთიერებებს.

ნაყენი ასე მზადდება:
  • 20 გრ მცენარეს დავასხათ 100 მლ 70 გრადუსიანი სპირტი. დავაყენოთ 2 კვირა, გავწუროთ, გავფილტროთ და შევინახოთ მუქი ფერის ჭურჭელში ბნელ, გრილ ადგილას.

    მიღება: 40-50 წვეთი 3-4-ჯერ დღეში. გამოსავლებად 30-40 წვეთი 1/2 ჩაის ჭიქა წყალში.
    გამოიყენება პირის ღრუს დაავადებების, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების, სანაღვლე გზების დისკინეზიის, ჰეპატიტის, ქოლეცისტიტისა და გასტრიტის დროს.
    სტომატოლოგიაში გამოიყენება როგორც შემკვრელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. რეკომენდირებულია ნაყენი გამოვლება პირის ღრუში ცუდი სუნის გასაქრობად, ასევე ღრძილებში შეზელა, მათ გასამაგრებლად.

  • 1 ჩაის ჭიქა წყალზე 20 წვეთი ნაყენი გამოიყენება პირის ღრუში გამოსავლებად გინგივიტების, სტომატიტისა და ფარინგიტის დროს.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.