» » » 2 სამკურნალო დიეტა კუჭის წყლულის სწრაფად შეხორცებისთვის...

2 სამკურნალო დიეტა კუჭის წყლულის სწრაფად შეხორცებისთვის...

წყლულის სწრაფი შეხორცების და გამწვავების თავიდან აცილების მიზნით მეტად მნიშვნელოვანია კვების გარკვეული რეჟიმის დაცვა. დიეტა გულისხმობს საკვების გამორიცხვას. კვების ჯერადობა იზრდება, ხოლო საკვები პორციის - მცირდება. ასეთი დიეტის შედეგად მცირდება მარილმჟავას პროდუქცია, ხდება კუჭისა და ნაწლავების არა მარტო მოტორული ფუნქციის მოწესრიგება, არამედ იმ ორგანოების მუშაობის გაუმჯობესებაც, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ საჭმლის მონელებაში (კუჭქვეშა ჯირკვლის და ნაღლვის ბუშტის). ავადმყოფი საკვებს ღებულობს 6-7-ჯერ - მცირეოდენი პორციებით.

მოწოდებულია დიეტა N 1 და დიეტა N 2

დიეტა N 1 ინიშნება წყლულოვანი დაავადების გამწვავების დროს, 10-14 დღის ხანგრძლივობით. შემდეგ გადადიან დიეტა N 2 - ზე, რომელიც გულისხმობს საკვები პროდუქტების უფრო მრავალ ფეროვან ნაკრებს.

დიეტა N1 - სრულიად ამოღებულია საკვები რაციონიდან ახალი პურ-ფუნთუშეული, ბულიონი (ხორცის, თევზის, სოკოს), ცხიმიანი ხორცი და თევზი, კონსერვები.

კუჭის ლორწოვანზე გამაღიზიანებლად მოქმედებს სხვადასხვა შებოლილი პროდუქტები, არაჟანი, მჟავე ხაჭო, რძე, ცხარე, ყველი, შემწვარი და მოხარშული კვერცხი. აკრძალულია წიწიბურას, სიმინდის ფაფები, ასევე მაკარონის ნაწარმი, სოკო. დაუშვებელია მჟავე კიტრის, პომიდვრის, კომბოსტოს ჭამა. ახალი ბოსტნეულიდან არ უნდა მივიღოთ ჭარხალი, ხახვი, ისპანახი.

საკვები რაციონიდან გამორიცხულია მჟავე ხილი და კენკროვანი. არ უნდა მივირთვათ ნაყინი და შოკოლადი, გაზიანი სასმელები, მაგარი ჩაი და ყავა.

დასაშვები პროდუქტები და კერძები: წინა დღით გამომცხვარი პური, ორცხობილა. წვნიანი - მხოლოდ გახეხილი და არა ცხარე. სხვადსხვა სახის ბოსტნეული. გარდა ჩამოთვლილისა. ფაფებიდან დასაშვებია შვრიის, მანანის, ბრინჯის თხელი ფაფები.

უცხიმო ხორცი და თევზეული მივიღოთ მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული, კვერცხის ომლეტი - ორთქლზე გაკეთებული. ნებადართულია ტკბილი, კარგად დამწიფებული ხილი.

რძის პროდუქტებიდან დასაშვებია გახეხილი ხაჭო, წყინტი ყველი, დასაშვებია აგრეთვე სუსტი ჩაი და ყავა. ძალიან სასარგებლოა ასკილის ნახარში, ნატურალური წვენები წყალში გაზავებული. კერძებს შეიძლება დავუმატოთ ზეითუნის ზეთი ან უმარილო კარაქი. მაგრამ მათზე კერძების მომზადება კატეგორიულად დაუშვებელია.

დიეტა N 2 - აკრძალულია: ახალი ჭვავის პური, საფუარზე გამომცხვარი ცომეული, ბარდის სუპი, ცხიმიანი ხორცი და თევზი, კონსერვები, შებოლილი პროდუქტები, ღორის, ცხვრის ხორცი, მაგრად მოხარშული კვერცხი, მჟაუნა, ჭარხალი, კიტრი.

ხახვი დასაშვებია გახეხილი სახით. აკრძალულია სოკოს კერძები, ნიორი, დამწნილებული ბოსტნეული ან მათი მარინადე, ასევე წითელი მოცხარი, ჟოლო, ფინიკი, ლეღვი. ტკბილეულიდან გამორიცხულია შოკოლადი, კრემი, ნაყინი. სასმელებიდან კატეგორიულად აკრძალულია ყურძნის წვენი, შავი ყავა და ბურახი.

დასავებია: ხორბლის პური (წინა დღის ან ოდნავ გახუხული), მშრალი ორცხობილა. წვნიანი შეიძლება მომზადდეს ხორცის, თევზის და ბოსტნეულის ნახარშზე, შეიძლება დაუმატოთ მაკარონის ნაწარმი, ბრინჯი.

ნებადართულია უცხიმო კურდღლის, ინდაურის და ქათმის ხორცი - ორთქლზე მომზადებული ან მოხარშული. ბოსტნეულიდან არ იკრძალება სტაფილო, ყაბაყი, გოგრა (ორთქლზე მომზადებული მოხარშული). სასურველია შევზღუდოთ კარტოფილი. დასაშვებია დღეში 1-2 თოხლოდ მოხარშული კვერცხი. ტკბილეულიდან შეიძლება მივიდოთ ზეფირი, მარმელადი, ხილიდან მომზადებული კისელი. ამ დიეტაში დასაშვებია კეფირის, გახეხილი ხაჭოს, უმარილო ყველის მიღება.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.