ზოგადად მარილების დაგროვების წინააღმდეგ კი ხალხური მედიცინა გთავაზობთ შემდეგ რეცეპტებს:
- ამერიკული აგავის 3-5 წლიანი ფოთოლი და იასამანის ყვავილები დაჭერით  დანით და ცალ-ცალკე  გაატარეთ ხორცსაკეპში. ორივე ეს ინგრედიენტი თანაბარი რაოდენობით ერთმანეთში  შეურიეთ და დაასხით 70 გრადუსიანი სპირტი ან ორნახადი არაყი. ნედლეულისა და სპირტის თანაფარდობა უნდა იყოს 1:5, ოთახის ტემპერატურაზე 20 დღეს დადგით. სპირტნაყენს სვამენ 60 წვეთს 1 სუფრის კოვზ წყალში განზავებით დღეში 3-ჯერ და მეოთხედ  ძილის წინ. პარალელურად ღამღამობით  მტკივნეულ ადგილზე ამ ნაყენის სველ საფენებს იფენენ 3-4 თვის განმავლობაში. 
 - 100 გრამი ნეგო, 150 გრამი კრაზანა, 50 გრამი გვირილა, 85 გრამი მარწყვის ფოთოლი და 90 გრამი  არყის ხის კვირტები დავფქვათ, ერთმანეთში  კარგად ავურიოთ  და მინის  ჭურჭელში შევინახოთ. ყოველ  საღამოს 2 სუფრის კოვზი ნარევი  ჩავყაროთ  თერმოსში, დავასხათ 400 გრამი მდუღარე წყალი და გავაჩეროთ ერთი საათი. მივიღოთ 100 გრამი თბილ-თბილად, 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. 
 - 2 ჩაის კოვზი წითელი მოცვის ფოთოლი ვადუღოთ 15 წუთი ერთ ჭიქა წყალთან. ნახარში გავაგრილოთ, გავწუროთ და ვსვათ დღის განმავლობაში ყლუპობით.  
 - 100 გრამი უმარილო კარაქი და 30 გრამი ძმრის  ესენცია გავთქვიფოთ ერთმანეთში ისე, რომ გახდეს ჰაეროვანი. მიღების წესი: მიღებული მასა, დღეში ერთხელ, კარგად წავისვათ მტკივნეულ ადგილზე ისე, რომ კანზე შეშრეს. 
 - გაატარეთ ხორცსაკეპში 250 გრამი ოხრახუშის ძირები, 150 გრამი ოხრახუშის ფოთლები, 250 გრამი თაფლი. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დილით ჭამამდე ერთი საათით ადრე და საღამოს, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ. გაიარეთ მკურნალობის 3-4 კურსი. 
 - 3 ლიმონი და 150 გრამი  ნიორი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და 1-1,5 ლიტრი ცივი ანადუღარი წყალი დაასხით. ერთი დღის შემდეგ გაფილტრეთ და ყოველდღე 50 გრამი მიიღეთ. 
 - ხელებში მარილების დაგროვების შემთხვევაში ავიღოთ 25 ცალი მწვანე შემოუსვლელი კაკალი, დავჭრათ, დავასხათ 1 ლიტრი არაყი და 3 კილოგრამი შაქარი დავაყაროთ. 10 დღე ვამყოფოთ მზეზე. დავლიოთ დღეში 3-ჯერ სუფრის კოვზით. 
 
                
        

