სწორედ ამიტომ რჩევების რედაქცია გთავაზობთ ერთ მარტივ სავარჯიშოს, რომელიც გაუმკლავდება ერთბაშად 3 პროლემას: ზურგისა და წელის ტკივილებსა და მაშველ რგოლს წელზე.
სავარჯიშოები მუცლისა და წელისთვის
ფიზიკური აქტივობის გარეშე, ჩვენი ორგანიმი ნაკლებად მოძრავი გახდება და იწყებს ცხიმების დაგროვებას. ამ ყველაფერს თან ახლავს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, ამიტომ აუცილებელია მარტივი სავარჯიშოს შესრულება მაინც.
სავარჯიშო, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, გაგვიზიარა Tamayo-მ - გახდომის იაპონელმა სპეციალისტმა. ეს სავარჯიშო მოთელვაა, რომელიც მოქმედებს მუცლისა და ზურგის კუნთებზე, ჭიმავს და აძლიერებს მათ. ამასთან, იგი აქტიურად მოქმედებს თეძოების შიდა ზედაპირზე.
საწყისი მდგომარეობაა დგომი, ფეხები ფართოდ გაშლილი, ცერებით გარეთ. ცერები და მუხლები ერთი მიმართულებით უნდა იხედებოდნენ. ფეხები მოხარეთ მუხლებში, წონასწორობისთვის ხელები ბარძაყზე დაიდეთ. ახლა დაიწყეთ სავარჯიშოს შესრულება: ჯერ დაიხარეთ წინ, მოაბრუნეთ მარჯვენა მხარი მარცნივ და შეიგნით. ამასთან, მარცხენა მხარი უკან მიდის.
თქვენ უნდა იგრნოთ, როგორ გაიწელება ბარძაყის, წელისა და ზურგის კუნთები. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 3 წუთით, შემდეგ დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ იგივე მეორე მხარესაც. მოძრაობები უნდა იყოს ნელი და ფრთხილი, უნდა იგრძნოთ ყველა კუნთის დაჭიმვა. შეასრულეთ 10 მისვლა.
რამდენიმე კვირის რეგულარული შესრულების შემდეგ შეამჩნევთ, რომ ცხიმები წელზე გაქრა, შემდეგ კი ზურგი და წელი მეტად მოძრავი ხდება და ტკივილები ქრება. მათთვის, ვინც ცხოვრების დიდ ნაწილს ჯდომაში ატარებს, ეს ფასდაუდებელი სავარჯიშოა.
იხილეთ ვიდეო უკეთესაც გასაგებად: