სწორედ ამიტომ, Rchevebi.com-ის რედაქცია გაგაცნობთ ალექსანდრე დროჟენიკოვის სავარჯიშოს ზურგისა და ხერხემლისთვის, რომელიც დაგეხმარებათ შინაგანი ორგანოების ადგილზე დაბრუნებასი. სავარჯიშოს შესრულება პროფილაქტიკის მიზნითაც შეგიძლიათ.
ხერხემლის გაწელვა
სავარჯიშოს შესრულება შეუძლია ყველას, ყოველდღიურად რამდენჯერმე. მათ კი, ვისაც ხერხემალი და ორგანოები ჩამოწეული აქვს, იგი დაეხმარება ყველაფრის თავის ადგილზე დაბრუნებაში, დანარჩენს კი პროფილაქტიკურ ეფექტს აღმოუჩენს. ჩამოკიდებული მუცელი, ჩამოწეული კუჭი, შარდის შეუკავებლობა, სუსტი წვრილი ნაწლავი - ეს ყველაფერი და უფრო მეტიც მოგვარდება ამ მარტივი სავარჯიშოს საშუალებით.
მაშ ასე, საწყისი მდგომარეობაა დგომა, ტერფები შეტყუპებულია. მყარად დადექით იატაკზე, არ მოაშოროთ ტერფები მას სავარჯიშოს შესრულების პროცესში. ხელები დაიდეთ მენჯებზე. ახლა დაიწყეთ ნელ-ნელა სხეულის ზემოთ წამოწევა. შეიგრძენით, როგორ იწელება თქვენი ტანი. არ იჩქაროთ და გააკეთეთ ყველაფერი ძალიან ნელა და აკურატულად. აიწიეთ ზემოთ მთელი სხეულით.
შემდეგ დაიდეთ ხელები მკერდზე და გააგრძელეთ ზემოთ აწევა. იგრძენით, თითოეული მალა როგორ იწელება ზემოთ, ზურგი კი სწორდება. თქვენ იგრძნობთ დაძაბულობას, ეს ნორმალურია. მაქსიმალურ წერტილში, რომელსაც თქვენ მიაღწევთ, ჩამოუშვით და მოადუნეთ ხელები. მხრები და ხელები მოდუნებულია, თქვენ კი ზემოთ მხოლოდ კისრით იწევით, მაქსიმალურად მაღლა.
სავარჯიშოს დროს თქვენ იგრძნობთ, როგორ უმჯობესდება მხედველობა, თავი კი აღარ გამძიმებთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში, შემდეგ კი გაწელეთ მცირე მენჯის ყველა კუნთი. ისუნთქეთ ღრმად და წამოწიეთ მენჯები ზემოთ. ბოლო ეტაპია სხეულის ყველა კუნთის დაძაბვა: ფეხისთითის ბოლოებიდან იწყებთ და ადიხართ სულ მაღლა. ამასთან, ისუნთქეთ ძალიან ღრმად.
გაჩერდით ამ მდგომარეობაში ერთი წუთით. შემდეგ მოდუნდით და ისუნთქეთ ღრმად. ალბათ, თავბრუ დაგეხვევათ, ამიტომაც ისუნთქეთ თანაბრად და არ შეასრულოთ მყისიერი მოძრაობები. სავარჯიშო სულ ესაა. ხერხემლის გამრუდების დროს ყველა ორგანო იცვლის ლოკაციას, აღნიშნული სავარჯიშო კი მათ ადგილებზე დაბრუნებაში დაგეხმარებათ. თუ სავარჯიშოს პროფილაქტიკის მიზნით ასრულებთ, საკმარისია მისი დღეში ორჯერ შესრულება, თუმცა რეგულარულად.
თუ ხერხემლის ან შინაგანი ორგანოების სერიოზული პრობლემები გაქვთ, შეასრულეთ სავარჯიშო იმდენად ხშირად, რამდენადაც შეძლებთ. რეგულარული ვარჯიშის ორი კვირის შემდეგ თქვენ იგრძნობთ ცვლილებებს სხეულში: გახდებით უფრო ჯანმრთელი, თვითგრძნობა კი გაუმჯობესდება.