წითელი კომბოსტო არა მხოლოდ ფერით, არამედ გაზრდილი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, თუ რით არის სასარგებლო გემრიელი წითელი კომბოსტო და ძველ რომში ადგილობრივი ექიმები მას სამკურნალო მიზნით რატომ იყენებდნენ.
წითელი კომბოსტო
კომბოსტოს ამ სახეობას ადრეული ჯიშები არ გააჩნია. შესაძლოა, ამიტომ კომბოსტოს ბევრი დრო სჭირდება, რომ გარემოდან ყველა სასარგებლო თვისება მიიღოს. მისი სასარგებლო თვისებები კი მართლაც გასაოცარია. თუმცა გემოთი ცოტათი მშრალია, სამაგიეროდ ვიტამინებს და მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს.
ანტოციანი, რომელიც კომბოსტოს უჩვეულო ფერს აძლევს, ორგანიზმს რადიაციის ზემოქმედებისგან იცავს. პროდუქტში შემავალი მაგნიუმი, კალიუმი, რკინა, ფერმენტები და ფიტონციდები კომბოსტოს უფრო სასარგებლოს ხდის. სიტყვაზე, ფიტონციდი ორგანიზმს ტუბერკულოზის ჩხირებისგან იცავს.
ჯერ კიდევ ძველი რომაელები ფილტვების დაავადებას და მწვავე ბრონქიტს წითელი კომბოსტოთი მკურნალობდნენ. განსაკუთრებით მას ქალები აფასებდნენ. დამტკიცებულია, რომ წითელი კომბოსტოს რეგულარული გამოყენება მკერდის კიბოს დაავადების რისკს 2-ჯერ ამცირებს. ამ სითხეს ასევე გამოაქვს ტოქსინები, ნივთიერებათა ცვლის პროცესს აჩქარებს, ფრჩხილებს აძლიერებს, ღვიძლს წმენდს.
გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელ, მაგრამ ძალიან სასარგებლო სასმელს წითელი კომბოსტოსგან. უბრალოდ 300 გრ კომბოსტო, მწვანე ვაშლი, ცოტა პიტნა და ბაზილიკა აიღეთ. ბლენდერში კარგად დააბლენდერეთ. დღეში 2 ჭიქა მიიღეთ - თითო ჭიქა საკვების მიღების წინ. დადებით ეფექტს უკვე 5 მიღების შემდეგ იგრძნობთ.
წითელი კომბოსტო ისეთი პოპულარული არაა, როგორც თეთრი კომბოსტო. საქმე მიღების შეზღუდულობაშია. ადამიანების უმეტესობას მისი სპეციფიკური მწარე გემო არ მოსწონს, რომელიც მასში დიდი რაოდენობით ანტოციანებით არის გამოწვეული.
ის, ვინც სასარგებლოს გემრიელზე წინ აყენებს, ეს კომბოსტო სუფრის ხშირი სტუმარი გახდება.
კომბოსტო - ძალიან სასარგებლო პროდუქტია, სწორედ ამიტომ დროულად მოიმარაგეთ. ეს სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს გაუზიარეთ, დაე წითელი კომბოსტოს სასარგებლო თვისებები იგრძნონ.