გლაუკომა
- ალოეს ნაყენი. კარგად გავრეცხოთ ალოეს ფოთოლი, დავჭრათ წვრილად, დავასხათ 1 ჭ მდუღარე წყალი, დავაყენოთ 3 სთ და გავწუროთ. მიღებული ნაყენით გამოვირეცხოთ თვალები 2-3-ჯერ დღეში.
- ოქროს ულვაშის წვენი და ნაყენი. 10 დღის განმავლობაში ყოველდღე ჩავიწვეთოთ თვალში ოქროს ულვაშის წვენი. (2 წვ). შევისვენოთ 21 დღე და ისევ 10 დღე ვიწვეთოთ. ამ პერიოდში დავლიოთ ოქროს ულვაშის ნაყენი - 1 ს/კ 4-ჯერ დღეში ჭამამდე 40 წთ-ით ადრე. ერთთვიანი შესვენების შემდეგ თვალში ჩაწვეთება გავიმეოროთ.
- ნაყენის მომზადების მიზნით 20 სმ სიგრძის ყლორტი დავჭრათ, დავასხათ 1 ლ მდუღარე წყალი. დავაყენოთ 24 სთ. შევინახოთ ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
სპეციალისტის კომენტარი:
ალოეს ნაყენი აუმჯობესებს თვალის გარსებში ცვლითი პროცესების მიმდინარეობას, ხელს უშლის შეგუბებით მოვლენებს, გამოყავს ქსოვილებიდან ზედმეტი სითხე.
ოქროს ულვაში ოპტიმალური შეფარდებით შეიცავს სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს - ანტიოქსიდანტებს, მინერალებს და ვიტამინებს.