» » » მარილების გამომყვანი ნაყენი, ნახარში, წვენი და ჩაი

მარილების გამომყვანი ნაყენი, ნახარში, წვენი და ჩაი

ფიტოთერაპია მარილების გამოდევნის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ამ მიზნით წარმატებით გამოიყენება, ჩაი, ნაყენი ნახარში და წვენი.

ფერისცვალას ყვავილედის ნაყენი

ინგრედიენტები:
  • ფერისცვალას ყვავილედი - ქილგა - 1 ცალი
    მომზადების წესი: ყვავილედი დავაქუცმაცოთ, დავასხათ 200 მლ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ. მივიღოთ 1/4 ჭიქა დღეში (რამდენიმე მიღებაზე განაწილებული). ნაყენს ორგანიზმიდან გამოყავს ტუტე მარილები, აუმჯობესებს თირკმლების მუშაობას, კურნავს ოსტეოქონდროზს, კარგია კატარაქტის დროსაც.

    ჩვეულებრივი მატიტელას, მარწყვის და მოცხარის ფოთლების ნაყენი
    ინგრედიენტები:
  • მატიტელას ბალახი - 1 ს/კ
  • მარწყვის ფოთოლი - 2 ს/კ
  • მოცხარის ფოთოლი - 2 ს/კ

    მომზადების წესი: ინგრედიენტები დავაქუცმაცოთ, შევურიოთ ერთმანეთს, დავასხათ 200 მლ მდუღარე წყალი და დავაყენოთ 30 წთ.
    დღის განმავლობაში მივიღოთ 1/4 ჭიქა ნაყენი - რამოდენიმე მიღებაზე მკურნალობის კურსი - 1 თვე. ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ კურსი გავიმეოროთ. ნაყენი გამიზნულია ურატების გამოსაყვანად.

    ვაზის ულვაშის ნაყენი და ვაზის ახალგაზრდა ყლორტების ჩაი

    ინგრედიენტები:
  • 1 ჩ/კ დაქუცმაცებული ვაზის ულვაში.

მომზადების წესი: ნედლეულს დავასხათ 200 მლ მდუღარე წყალი და დავაყენოთ 30 წთ. მივიღოთ 1/4 ჭიქა 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი - 3-4 კვირა. 10 დღიანი შესვენების შემდეგ კურსი გავიმეოროთ. ნაყენი განაპირობებს ოქსალტების გახსნას და გამოყოფას. ვაზის ულვაში შეიძლება შეიცვალოს ახალგაზრდა ტოტებით (გასხვლის დროს).
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.