კატარაქტის დროს ბროლოს შემღვრევის გასაწოვად რეკომენდებულია შემდეგი მეთოდები:
- კორდისკბილას წვენი შევურიოთ თაფლს. ჩავიწვეთოდ 2-3 წვ. დღეში 2-3-ჯერ.
- 50 გრ კორდისკბილას დავასხათ 1 ლ მდუღარე წყალი, დავაყენოთ 2 სთ და დავლიოთ 1/2 ჭ 3-4-ჯერ დღეში. ამავე ნაყენით გამოვირეცხოთ თვალები კატარაქტის, რქოვანას შემღვრევის და ქუთუთოების ანთების დროს.
- 2 ჩ/კ გულყვითელას ყვავილს დავასხათ 2 ჭ მდუღარე წყალი, დავაყენოთ 30 წთ და გავწუროთ. მივიღოთ 1/2 ჭ დღეში 4-ჯერ. გამოვირეცხოთ თვალები ამავე ნაყენით.
გულყვითელა და კორდისკბილა თვალების გამორეცხვის მიზნით მონაცვლეობით ვიხმაროთ. ასე აგრძელებს მამაჩემი თვალების გამორეცხვას და ამავე ნაყენების დალევას. ოპერაციაც აღარ გაუკეთდა, შემღვრევაც გაიწოვა და რეზულტატითაც კმაყოფილია.
სპეციალისტის კომენტარი:
კორდისკბილა. წამლის დასამზადებლად გამოიყენება მცენარის მიწისზედა ნაწილი - ყვავილი და ფოთოლი. ისინი შეიცავენ ცხიმოვან ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კუმარინებს, გლიკოზიდებს, ანტოციანებს,ვიტამინებებს. სამკურნალო კორდისკბილა ისეთი მიკროელემენტების წყაროა, როგორიცაა მაგნიუმი, თუთია, ბორი, რკინა, ქრომი, მანგანუმი და სხვა.
კორდისკბილას პრეპარატები თვალის სხვადასხვა დაავადებების დროს გამოიყენება - თვალების დაღლილობიდან დაწყებული (კოპიუტერთან დიდხანს მუშაობისას) კატარაქტით და გლაუკომით დამთავრებული. შიგნით მისაღებად გამოიყენება კორდისკბილას ნაყენი, ნახარში, ჩაი ან წვენი, ხოლო როგორც გარეგანად სახმარი - სხვადასხვა კომპრესები, აბაზანები და საფენები.
ახლომხედველობის ან შორსმხედველობის დროს კორდისკბილას პრეპარატს შეიძლება გულყვითელას ყვავილი დაუმატოთ. ჯიბლიბოს მკურნალობისას გვირილას დამატებაა რეკომენდებული.
კორდისკბილას ნაყენი - მხედველობის დაცვის კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა, მისი გამოყენება დასაშვებია ბავშვებშიც. ის ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით ხასიათდება.
გულყვითელას ყვავილი. სამკურნალო მიზნით ის გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შესახორცებელი ეფექტური საშუალება. გულყვითელა ხელს უწყობს რეგენერაციის პროცესებს. შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს - კაროტინოიდებს, ფლავონოიდებს, ვიტამინებს.