რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ რატომაა მნიშვნელოვანი რაციონში ფერმენტებით მდიდარი პროდუქტის ჩართვა. ასევე, 3 ასეთი პროდუქტის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ.
ფერმენტირებული პროდუქტები
ფერმენტირებული საკვები - ეს კვების ის პროდუქტებია, რომლებიც დამჟავების მეთოდითაა მომზადებული. ეს საკვები აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და აბალანსეს კუჭის წვენის გამომუშავებას. სხვადასხვა სახეობის სახამებელი, ბოსტნეულისა და ხილის შაქარი ბაქტერიების ზემოქმედებით რძემჟავად იქცება, რომელიც ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის. ასეთი ხილ-ბოსტნეული გამოირჩევა უნიკალური შესაძლებლობით, გააუმჯობესონ საჭმლის მონელება და მოგაშოროთ დისკომფორტი, რომელიც კუჭის წვენის მომატებულ ან არასაკმარის გამოყოფასთანაა დაკავშირებული.
როცა მარილმჟავას გამომუშავება კუჭში არასაკმარისია, ფერმენტირებული პროდუქტები ზრდიან კუჭის წვენის მჟვიანობას. და პირიქით, როცა იგი დიდი რაოდენობით გამომუშავდება, ფერმენტირებული პროდუქტი იცავს კუჭის ლორწოვანასა და კედლებს მისი ზემოქმედებისგან.
ეს ნატურალური პრობიოტიკები ზრდიან B ჯგუფის ვიტამინების, ომეგა-3ის ცხიმოვანი მჟავების, საკვები ფერმენტების, ლაქტაზების, რძემჟავების გამომუშავებას, რომლებიც ებრძვის ინფექციებს.
ასევე, ისინი შეიცავს კალციუმის ასათვისებლად აუცილებელ ვიტამინ K1-ს, რომელსაც ორგანიზმი თავისით ვერ გამოიმუშავებს. ფერმენტირებული პროდუქტის გარეშე შეუძლებელია ასთმის, ალერგიის, კანის დაავადებისა და ონკოლოგიის განკურნებაც კი. ისინი ორგანიზმს კიბოს უჯრედების ნეიტრალიზებაში ეხმარება. გთავაზობთ 3 ყველაზე სასარგებლო და ხელმისაწვდომ ფერმენტირებულ პროდუქტს.
- კომბოსტოს მწნილი
კომბოსტოს მწნილს არ სჭირდება ბაქტერიების დამატება ამჟავებაში, რადგან ისინი უკვე მის ზედაპირზე ცხოვრობენ. არ დაგავიწყდეთ ნატურალური მარილის დამატება (არაიოდირებულის!) ამჟავებამდე: მარილი გაანადგურებს ლპობის ბაქტერიებს მანამ, სანამ ლაქტობაქტერიები საკმარის მჟავას წარმოქმნიან მათ გასაუვნებელყოფად. მჟავე კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უშლის უჯრედებისა და ქსოვილების ნაადრებ დაბერებას. გარდა ამისა, იგი სავსეა ვიტამინებით: A, K, U, B ჯგუფის. ეს ნივთიერება ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებას, მათ შორის, კუჭის წყლულსა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს. მჟავე კომბოსტოში დიდი რაოდენობით იოდიცაა. - ბოსტნეულის ნარევი
ეს მარტივი რეცეპტი შედგება გემრიელი ფერმენტირებული ბოსტნეულებისა და შესანიშნავი სასმლისგან. 3-ლიტრიან ქილაში მოათავსეთ ნახევარი თავი დიდად დაჭრილი კომბოსტო, საშუალო ზომის თხლად დაჭრილი ჭარხალი, გარჩეული ნივრის მუჭა და ცოტაოდენი კამის თესლი ან ღეროები.
ბოსტნეულმა ქილის 2/3 უნდა გაავსოს. 1 ს.კ. მსხვილი მარილი, ჭიქა შრატი და შესავსებად წყალი დაუმატეთ. მოათავსეთ პატარა თეფში ან სხვა პრესი ზემოდან, რათა ბოსტნეული კარგად ჩაიჭედოს სითხეში. გააჩერეთ ასამჟავებლად 1-2 კვირა ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ გადაიტანეთ მაცივარში.
გამოვა გემრიელი დასაყოლებელი, რომელსაც ყოველდღიურ რაციონში ჩართავთ. ძალიან კარგად გეხმარებათ იგი წნევის თამაშის დროს, აუმჯობესებს ნაწლავების მიკროფლორას. - ჭარხლის ბურახი
დაჭერით საშუალო ზომის ჭარხალი თხელ ნაჭრებად. მოათავსეთ იგი 2-ლიტრიან ქილაში, დაუმატეთ 1-2 ს.კ. მსხვილი მარილი, 1 ჭიქა შრატი, 5 კბილი ნიორი, 1 შ.კ. კამა და წყალი ქილის ასავსებად. გააჩერეთ ასამჟავებლად 2-5 დღე ოთახის ტემპერატურაზე, ამის შემდეგ შედგით მაცივარში. მიირთვით ბურახი წყალში გაზავებით.
ეს სასარგებლო სასმელი დაგეხმარებათ სხვადასხვა უსიამოვნების მოგვარებაში გულთან დაკავშირებით. აქტიურად გამოიყენება ორგანიზმის გასაწმენდად და ნაწლავების ფუნქციის სტაბილიზაციისთვის. ასევე, მიიღება ქრონიკული ყაბზობის დროს.