» » » პრებიოტიკები ნაწლავებისთვის: როგორ უნდა შეინარჩუნოთ ნაწლავების ჯანმრთელობა

პრებიოტიკები ნაწლავებისთვის: როგორ უნდა შეინარჩუნოთ ნაწლავების ჯანმრთელობა

თუ სასკოლო პროგრამას საკმარისად კარგად არ მიჰყვებოდით, გეტყვით, რომ ბიფიდო- და ლაქტობაქტერიები ნაწლავის მიკროფლორის ჯანმრთელი ნაწილის წარმომადგენლები არიან. ისინი არამხოლოდ გეხმარებათ საკვების სწრაფ გადამუშავებაში, არამედ იმუნიტეტსაც აძლიერებს. ასეთი ჯანსაღი ბაქტერიები უნდა განვითარდეს, რათა ჩვენ თავი კარგად ვიგრძნოთ. თუმცა, ხშირად, საკუთარ ორგანიზმს კრიზისულ მდგომარეობას ვუქმნით.



კარგი იქნება, თუ სწორედ ამ მომენტში გააქტიურდება პრებიოტიკები. ჯანმრთელ ბაქტერიებს ჯანსაღი კვება სჭირდებათ. სწორედ ამ დროს ასრულებენ მნიშვნელოვან დროს პრებიოტიკები - საკვები ნაწილაკები, რომლებიც არ ნელდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილში, ამიტომაც ხვდება ქვედა განყოფილებაში. აქ ისინი სასარგებლო ბაქტერიების მთავარ საკვებად იქცევა, აუმჯობესებს ნაწლავის მიკროფლორასა და მთელი ორგანიზმის იმუნიტეტს.

საკვები პრებიოტიკები


დავიწყოთ ლაქტულოზით. იგი ოლიგოსაქარიდების, ანუ მონოსაქარიდის რამდენიმე მოლეკულის შემცველ ნახშირყალთა რიცხვს მიეკუთვნება. ლაქტულოზა საკმარისადაა რძის პროდუქტებში, განსაკუთრებით კი ნატურალურ რძეში.



ლაქტოზა(კიდევ ერთი ოლიგოსაქარიდი) კი დედისა და ძროხის რძის შემადგენლობაში შედის. ლაქტაციის პერიოდში, ბავშვის ნაწლავებში მოხვედრისას იგი ზრდის სასარგებლო ბაქტერიათა რიცხვს. აი, რატომ უნდა იკვებოს ბავშვმა დედის რძით დიდი ხნის მანძილზე.



არ უნდა დავივიწყოთ ფრუქტოსაქარიდი და ინსულინი, რომლებიც ორგანიზმში უმი ბოსტნეულისა და ხილის საშუალებით აღწევს. ძალიან მნიშვნელოვანია ცელულოზაც, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან დევნის კედლებზე მიკრულ ფეკალურ მასებსა და ტოქსინებს.



აი, ჰემიცელულოზას კი ორგანიზმიდან გამოაქვს მძიმე მეტალები და გვინარჩუნებს წყლისა და მარილის ბალანსს. ერთი სიტყვით, ყოველი პრებიოტიკი აუცილებელია ორგანიზმისთვის. დარწმუნდით, რომ მათი წყაროები სუფრაზე რეგულარულად გიდევთ.

რომელი პროდუქტი შეიცავს პრებიოტიკებს
  • ბერძნული თხილი - მასში დიდი რაოდენობითაა პრებიოტიკული კომპონენტები, რომლებიც კნტ-ს მიკროფლორის ჯანმრთელობას იცავს. ერთი მუჭა პროდუქტი გეხმარებათ სასარგებლო ბაქტერიების სწრაფ გავრცელებაში და ებრძვის სხვადასხვა პათოგენს.



  • ხახვი - ეს ინსულინის წყაროა, რომელიც საჭირო რაოდენობის ქონიან მჟავას წარმოქმნის.


  • შავი შოკოლადი
    პრებიოტიკების გარდა, მის შემადგენლობაში შედის ანტიოქსიდანტებიც. ასეთი ტანდემი აუმჯობესებს რძემჟავისა და ბიფიდობაქტერიებს. შეიძინეთ პროდუქტი კაკაოს მაქსიმალური შემცველობით.



  • ვაშლი - უმ ხილში დიდი რაოდენობით მოიპოვება პექტინი. იგი მიკროფლორის სწრაფი ზრდის გარანტია. ვაშლის დახმარებით შესაძლებელია გაჯანსაღება მაშინაც კი, თუ დღეში მხოლოდ 1-2 ნაყოფს მიირთმევთ.



  • შვრია - მის შემადგენლობაში შეხვდებით რეზისტენტულ სახამებელს. ნაწლავებში მოხვედრისას, იგი იდეალური საკვებია სასარგებლო ბაქტერიების მთელი რიგისთვის. მისი გადამუშავების პროცესში ჩნდება ფერმენტაციის პროდუქტი, რომელიც ამცირებს მსხვილი ნაწლავის გაჩენისა და განვითარების რისკს.



  • ოსპი - შვრიის მსგავსად, შეიცავს სახამებელს. აღნიშნული პროდუქტის უპირატეობა ისაა, რომ მისი მომზადება 15 წუთში შეგიძლიათ, დაუმატებთ იოგურტს, სანელებლებს და მიიღებთ პრებიოტიკების საჭირო მარაგს.



  • მაწონი - პრებიოტიკების ყველაზე ცნობილი წყაროა. ჩვეულებრივი მაღაზიის, სახლში მომზადებული თუ სპეციალური აფთიაქის მაწონი შეიცავს დიდი რაოდენობით ბიფიდო- და ლაქტოკულტურას.



  • რბილი ყველი - შეიძენეთ ფერმენტირებული ყველი. ისინი შიცავს ე.წ. პრებიოტიკების შტამებს, რომლებიც ნაწლავამდე ისე აღწევს, რომ კუჭის მჟავიანობას არ არღვევს.



  • მწნილი - დაუმატეთ მენიუს ის მწნილები, რომლებიც ძმრის გარეშეა დამზადებული. ისინი დიდი რაოდენობით სასარგებლო ბაქტერიას შეიცავს, რომლებიც იკვებება და მრავლდება მწნილში არსებული საკვები ნივთიერებების მიღებით.



    ხოლო რაფინირებული პროდუქტის რაოდენობა რაციონში უნდა შეამციროთ, რადგან ისინი დიდი რაოდენობით ცხიმებს, შაქარს, მარტივ ნახშირწყლებსა და რთულად ათვისებად ცილებს შეიცავს. ეს ყველაფერი ნაწლავის მიკროფლორის მტერია.

    ოფიციალური ნორმები და შეზღუდვები პრებიოტიკებისთვის არ არსებობს, თუმცა, კარგი იქნება, თუ რაციონს ზემოაღნიშნული პროდუქტით ერთბაშად არ გაამდიდრებთ. საკმარისია 3-4 პროდუქტი, რათა ორგანიზმმა თავისი დღიური ნორმა მიიღოს.
    მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

  • ინფორმაცია
    თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.