» » » როგორ უნდა ვიზრუნოთ ნაწლავებში არსებულ სასარგებლო ბაქტერიებზე, რათა მათ შეძლონ ორგანიზმის დაცვა

როგორ უნდა ვიზრუნოთ ნაწლავებში არსებულ სასარგებლო ბაქტერიებზე, რათა მათ შეძლონ ორგანიზმის დაცვა

ადამიანის ნაწლავში არსებული ტევადობა(მიკრობიომი), საშუალოდ, 50 ტრლ მიკროორგანიზმს ითვლის, რაც 1.5-2 კგ-ს იწონის. ეს დედამიწის მოსახლეობაზე 10-ჯერ, ხოლო ორგანიზმში არსებულ ყველა უჯრედზე 1.3-ჯერ მეტია.



ესაა ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და არქეები(რომლებსაც, შეცდომით, ბაქტერიებს მიაკუთვნებენ). სხვა სიტყვებით, ადამიანის ორგანიზმში არსებული უჯრედების მხოლოდ 43%-ია ადამიანური. დანარჩენი - მიკროსკოპული კოლონიზატორებია.



ნაწლავის მიკრობიომი ინდივიდუალურია ისევე, როგორც თითის ანაბეჭდები. იგი ირეკლავს, თუ ვინ იყვნენ თქვენი მშობლები, ვის ჰგავხართ, რას მიირთმევთ, რითი ხართ დაკავებული(გაქვთ თუ არა კონტაქტი მიწასთან, მაგალითად) და სხვა ბევრ ასპექტს.

არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ ორგანიზმში მიკრობების არსებობა არანაირ კავშირშია მის მუშაობასთან. ცნობილია, რომ მიკრობიომი აქტიურად მონაწილეობს საჭმლის მონელებაში, იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, დაავადებისგან დაცვასა და ვიტამინების გამომუშავებაში.

მიკრობიომის დარღვევა, შესაძლოა, ნაწლავური დაავადებებისკენ მიდრეკილების მიზეზად იქცეს, ბოლოდროინდელი კვლევებით ცხოველებზე კი ამ კავშირის მექანიზმი გამოვლინდა.



ვირთხების რაციონიდან ცელულოზის გამორიცხვამ ნაწლავებში მიკრობების შემცირება გამოიწვია. შედეგად, ისინი ჩაანაცვლა ბაქტერიებმა, რომლებიც ნაწლავის ლორწოვანი გარსით იკვებებოდნენ.

ანალოიური მექანიზმი ადამიანის ორგანიზმში ნაწლავებს უფრო მიდრეკილს ხდის ისეთი დაავადებების მიმართ, როგორებიცაა კოლიტი და ნაწლავის გამტარობა.



თუმცა, ამით შედეგები არ სრულდება. ნაწლავის ბაქტერიები ჩვენი ემოციებითა და ქცევით იმართება, რაც ასტიმულირებს ამა თუ იმ ჰორმონს. წარმოუდგენელი აღმოჩენა მდგომარეობს იმაში, რომ სეროტონინის 50% და დოფამინის 90%(ბედნიერებისა და სიამოვნების ჰორმონები) გამომუშავდება სწორედ ჩვენს ნაწლავებში.



ბაქტერიები მოქმედებენ პატრონის საკვებ ჩვევებზე, აიძულებენ პროდუქტის მიღებას, რომელიც ხელს უწყობს მათ გამრავლებასა და ზრდას. ზოგიერთ ბაქტერიას უყვარს ცხიმები, ზოგს - შაქარი, სწორედ ამის მიხედვით უყალიბდება პატრონს მოთხოვნილებები.

მიკრობები აკონტროლებენ მფლობელის ქცევას სხვადასხვა გზით: ისინი ერევიან თავის ტვინის ფუნქციებში, ცვლიან გემოვნური რეცეპტორების მგრძნობელობას, გამოიმუშავებენ ნივთიერებებს, რომლებიც მოქმედებენ განწყობაზე, აევე, ხელს უშლიან ნაწლავიდან თავის ტვინამდე სიგნალის მიღწევას ცდომილი ნერვის გამოყენებით.

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მიკრობები ჩვენზე მუშაობდნენ, აუმჯობესებდნენ ჩვენს მდგომარეობას და რეალურად ბედნიერებს გვხდიდნენ? ყველაზე მარტივი გზაა სწორი კვება.

ნაწლავების მიკროფლორის რეგულირება
Rchevebi.com-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 9 ცვლილებას თქვენს რაციონში, რაც ნაწლავის ჯანმრთელობას გააუმჯობესებს:

  1. მრავალფეროვნება
    სხვადასხვა პროდუქტის განსხვავებული ასორტის მოხმარება, განსაკუთრებით, მცენარეულის, ხელს შუწყობს ნაწლავების ბაქტერიების მაქსიმალურ დივერსიფიკაციას.
    საუკეთესო ვარიანტია პროდუქტები საკვები ბოჭკოებით. ამასთან, რაც უფრო მეტი პროდუქტი იქნება კერძში, მით უკეთესი.



  2. ახალი ბოსტნეული და ხილი
    გაზარდეთ ხილ-ბოსტნეულის მოხმარება, რათა დაარეგულიროთ ცელულოზის მოხმარება და ხელი შეუწყოთ ბაქტერიების მრავალფეროვნებასაც.

    მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული შეიცავს შაქრის კონკრეტულ სახეობას, რომელიც კვებავს სასარგებლო ბაქტერიებს, რაც, თავის მხრივ, გვეხმარება მავნე მიკრობების დამარცხებაში. ეს შაქარია სულფოქინოვოზა, რომელიც ფოტოსინთეზის დროს იწარმოება მცენარეების მიერ.

    ზოგიერთი მიკრობი ნაწლავში სპეციალიზებულია ხსნადი ბოჭკოების ფერმენტაციისთვის ხილ-ბოსტნეულში, ამ ფერმენტაციის შედეგად კი იკვებებიან უჯრედები, რომლებიც მსხვილ ნაწლავს წმენდს.



  3. პროდუქტის ფერმენტაცია
    მიირთვით ფერმენტირებული პროდუქტი - ბოლოდროინდელი მეცნიერული მონაცემებით მტკიცდება, რომ ისინი მდიდარია სასარგებლო ბაქტერიებით, რომლებიც ცხოვრობენ ნაწლავებში.

    ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნება ვაშლი, კომბოსტოს მწნილი, კიმჩი(იაპონური კერძი ბოსტნეულის მწნილისგან), იაპონური პარკოსანი სოიო ნატტო.



  4. პრებიოტიკული პროდუქტი
    ბაქტერიები ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის ყველაზე ქვედა ნაწილში, მსხვილ ნაწლავში მდებარეობს. მანამდე საკვები სხვა დანაყოფებს გადის, მუშავდება. ბაქტერიებს კი ხვდებათ ის, რაც არ მუშავდება.
    ამ გაგებით, ბაქტერიების ხშირ საკვებს წარმოადგენს ნივთიერება-პოლისაქარიდები, რომლებსაც ჩვენ პრებიოტიკებსაც ვუწოდებთ.
    მათ მიეკუთვნება მყარი სახამებელი, რომელიც მკვახე ბანანში, პაპაისა და მანგოშია, ასევე, თესლში, კარტოფილის სახამებელში, ყავისფერი ბრინჯის ფქვილსა და შირაკატის ლაფშაშია.



  5. ცელულოზის დანამატები
    მიირთვით ცელულოზის დანამატები. იმისათვის, რომ ცელულოზამ ჯანმრთელობისთვის სარგებელი მოგიტანოთ, იგი 1000 კალორიაზე 25-50 გ უნდა მიირთვათ.
    თუ არ იღებთ საკმარისი ოდენობის ცელულოზას, მიირთვით სელის ან ჩიის თესლი.



  6. პოლიფენოლით მდიდარი პროდუქტი
    როგორც პრებიოტიკები, პოლიფენოლები კვებავს ნაწლავების სასარგებლო ბაქტერიებს. ამ ნივთიერებით მდიდარია კაკაო(შავი შოკოლადი), ყურძნის კანი, მატჩას ჩაი, ხახვი, მოცვი, ბროკოლი და ბროწეულის თესლი.



  7. მაღალხარისხიანი დანამატები - პრობიოტიკები
    მიიღეთ ეს საკვები დანამატები - პრობიოტიკები. იმისათვის, რომ ისინი ხარისხიანი და ეფექტური იყოს, მოიძიეთ დანამატები, რომლებიც შეიცავს კუჭის წვენისა და ნაღვლის ამტან ბაქტერიებს, რათა შეძლონ ნაწლავებამდე საკმარისი ოდენობით მიღწევა.


  8. მოერიდეთ მონოდიეტებს
    მოერიდეთ ერთფეროვან დიეტებს(მონოდიეტა). მათი წყალობით მცირდება ორგანიზმში ბაქტერიების მრავალფეროვნება და, შედეგად, ეს ზრდის სიმსუქნისა და საჭმლის მონელების პრობლემების რისკს.

  9. გამორიცხეთ რაციონიდან ხელოვნური დამატკბობლები
    კვლევებით დადგინდა, რომ ასპარტამი ნაწლავებში ზრდის დაავადების გამომწვევი ბაქტერიების რაოდენობას, მათ შორის, Clostridium-სა და Enterobacteriaceae-ს.
ნაწლავების სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მრავალფეროვანი და სრულყოფილი კვება. დაბალანსებული რაციონის იდეალური მაგალითია ხმელთაშუაზღვის დიეტა, რომელსაც ბევრი ჰოლივუდელი ვარსკვლავი იცავს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.