» » » 50 წელს გადავაბიჯე, "შავი ბოტოქსის" დახმარებით კი ყველა ჩემს თანატოლზე უფრო ახალგაზრდად გამოვიყურები

50 წელს გადავაბიჯე, "შავი ბოტოქსის" დახმარებით კი ყველა ჩემს თანატოლზე უფრო ახალგაზრდად გამოვიყურები

დედაჩემთან ერთად სეირნობისას მას ჩემს კურსელად მიიჩნევენ. როცა სიმართლეს ვეუბნები - არ მიჯერებენ ხოლმე. ის კი 50 წელს გადაცილებულია. მე ვამაყობ იმით, რომ დედა ახალგაზრდად და მიმზიდველად გამოიყურება. მერამდენედ დავრწმუნდი იმაში, რომ სილამაზისთვის სულაც არაა საჭირო დიდი რაოდენობით დროისა და ფულის ხარჯვა.



სახის ნიღაბი ჟელატინით
ნებისმიერი ქალი ოცნებობს ახალგაზრდობის მარადიულობაზე. გვინდა, რომ არასდროს გაგვიჩნდეს ნაოჭები, პიგმენტაცია და უსიცოცხლო კანი. თუმცა, სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან, ეს პრობლემები ჩნდება ნებისმიერი ქალბატონის ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ძვირადღირებული კოსმეტიკა, გაიკეთოთ ბოტოქსის ინექციები, მიიღოთ მაახალგაზრდავებელი აბები.. მაგრამ, რამდენად უსაფრთხოა ასეთი პროცედურები? მათი ფასიც ხომ საკმაოდ ხელმიუწვდომელია ბევრისთვის.

ყველამ იცის, რომ კარგი, შინ მომზადებული კოსმეტიკა ელიტურ კოსმეტიკასაც კი უწევს კონკურენციას. რჩევების რედაქცია დღეს მოგიყვებათ სასწაულმოქმედ საშუალებაზე, რომელსაც კოსმეტოლოგები "შავ ბოტოქსს" უწოდებენ და რომლის მომზადებაც სახლში შეგიძლიათ.


სახის კანის დაჭიმვისა და გაახალგაზრდავების დაუჯერებელი ეფექტი მარტივი ასახსნელია. საქმე მთავარ ინგრედიენტში - ჟლატინშია, რომელიც კანისთვის სასარგებლო ნივთიერებების ბუნებრივი წყაროა. ჟელატინი შეიცავს ცილას, კერატინს, ვიტამინებს, მიკროელემენტებსა და ამინომჟავებს.
ასევე, საკვები ჟელატინის შემადგენლობაში შედის კოლაგენი. სწორედ იგი ზრდის კანის ელასტიურობას და ალაგებს ნაოჭებს. ერთი სიტყვით - შეუცვლელია დაღლილი და გაუწყლოებული კანისთვის. მე, დედაჩემის რჩევით, ვიყენებ ჟელატინის ნიღაბს კვირაში ერთხელ. პროცედურის ჩატარებამდე აუცილებელია ორთქლის აბაზანა სახეზე. პირველივე გამოყენების შემდეგ სახის კანი ჟურნალის გარეკანზე ასახულს დაემსგავსება.



იმისათვის, რომ ნიღბისგან მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ, დაუმატეთ მას განსაკუთრებული კომპონენტი, რომელიც არეგულირებს კანის მდგომარეობას, გაშორებთ ასაკობრივ გამონაყარს, ღრმად წმენდს ფორებს და აუმჯობესებს სახის კანს.

სახის ნიღაბი არ უხდება ძალიან მშრალ კანს. იგი უკუჩვენებულია გაფართოებული კაპილარებისა და კუპეროზის დროს. ასევე, უარი თქვით გამოყენებაზე, თუ კანზე ჭრილობები ან ანთება გაქვთ.

ინგრედიენტები
  • 1 ჩ.კ. ჟელატინი
  • 2 ჩ.კ. რძე ან წყალი
  • 1 აბი აქტივირებული ნახშირი
ჟელატინი და აქტივირებული ნახშირი - #1 ნიღაბია დაბერების პროცესის შესანელებლად და ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად.

მომზადება და გამოყენება
  1. დანაყეთ 1 აბი ნახშირი, შეურიეთ ჟელატინს და გააზავეთ ცივ რძეში.
  2. კარგად მოურიეთ. ჟლატინი არ გაიხსნება. შედგით მასა მიკროტალღურ ღუმელში 15 წამით ან მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე, სანამ ჟელატინი არ გაიხსნება. გააგრილეთ ნიღაბი ოთახის ტემპერატურამდე.


  3. წაისვით ნიღაბი, შეიზილეთ მყარი ფუნჯით ან თითებით. გაიჩერეთ 15 წუთით. ნიღაბი უნდა გაშრეს და ფენად იქცეს.
  4. ფრთხილად მოიხსენით ფენა. მოიშორეთ ნარჩენები თბილი წყლით. მოხსნის პრობლემა არ იქნება, რადგან ნიღაბი ფენად იქცევა და მარტივად ძვრება.


  5. ნიღბის გამოყენების შემდეგ შეიზილეთ სახეზე ლოსიონი, რომელიც ავიწროვებს ფორებს. შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ.
იმისათვის, რომ შეუდარებლად გამოიყურებოდეთ, სულაც არაა საჭირო მიუწვდომელი თანხების ფლანგვა. შინ მომზადებული კრემები და ნიღბები არამხოლოდ ეკენომია, არამედ დიდი მოგებაცაა ხარისხში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.