» » » 50-ს უკვე დიდი ხანია, გადავაბიჯე. ვიყენებ "შავ ბოტოქსს" და ყველა თანატოლზე უფრო ახალგაზრდად გამოვიყურები

50-ს უკვე დიდი ხანია, გადავაბიჯე. ვიყენებ "შავ ბოტოქსს" და ყველა თანატოლზე უფრო ახალგაზრდად გამოვიყურები

დედაჩემთან ერთად სეირნობისას იგი ჩემი თანატოლი ჰგონიათ. როცა იგებენ, რომ ეს დედაჩემია, აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ის კი 50 წელსგადაცილებულია. მე ვამაყობ იმით, რომ დედა ახალგაზრდად და მიმზიდველად გამოიყურება. მერამდენედ დავრწმუნდი - სილამაზისთვის სულაც არაა საჭირო დიდი რაოდენობით დროისა და ფულის ფლანგვა.



სახის ნიღაბი ჟელატინით
ნებისმიერი ქალი ოცნებობს ახალგაზრდობის გახანგრძლივებაზე. გვინდა, რომ არასდროს გაგვიჩნდეს ნაოჭები, პიგმენტაცია და გაუწყლოებული კანი. თუმცა, სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან, ეს პრობლემები ჩნდება ნებისმიერი ქალბატონის ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მოიმარაგოთ ძვირადღირებული კოსმეტიკა, გაიკეთოთ ბოტოქსის ინექციები, მიიღოთ გამაახალგაზრდავებელი აბები.. თუმცა, რამდენად უსაფრთხოა ასეთი პროცედურები? ფასიც ხომ არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია?

ყველამ იცის, რომ კარგი საშინაო კოსმეტიკა ელიტურსაც უწევს კონკურენციას. ხანდახან კი მის ეფექტსაც აჭარბებს! რჩევების რედაქცია დღეს მოგიყვებათ საშინაო სასწაულმოქმედ საშუალებაზე, რომელსაც კოსმეტოლოგები "შავ ბოტოქსს" უწოდებენ.


სახის კანის დაჭიმვისა და გაახალგაზრდავების დაუჯერებელი ეფექტი მარტივი ასახსნელია. საქმე მთავარ ინგრედიენტში - ჟლატინშია, რომელიც კანისთვის სასარგებლო ნივთიერებების ბუნებრივი წყაროა. ჟელატინი შეიცავს ცილას, კერატინს, ვიტამინებს, მიკროელემენტებსა და ამინომჟავებს.
ასევე, საკვები ჟელატინის შემადგენლობაში შედის კოლაგენი. სწორედ იგი ზრდის კანის ელასტიურობას და ალაგებს ნაოჭებს. ერთი სიტყვით - შეუცვლელია დაღლილი და გაუწყლოებული კანისთვის. მე, დედაჩემის რჩევით, ვიყენებ ჟელატინის ნიღაბს კვირაში ერთხელ. პროცედურის ჩატარებამდე აუცილებელია ორთქლის აბაზანა სახეზე. პირველივე გამოყენების შემდეგ სახის კანი ჟურნალის გარეკანზე ასახულს დაემსგავსება.



იმისათვის, რომ ნიღბისგან მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ, დაუმატეთ მას განსაკუთრებული კომპონენტი, რომელიც არეგულირებს კანის მდგომარეობას, გაშორებთ ასაკობრივ გამონაყარს, ღრმად წმენდს ფორებს და აუმჯობესებს სახის კანს.

სახის ნიღაბი არ უხდება ძალიან მშრალ კანს. იგი უკუჩვენებულია გაფართოებული კაპილარებისა და კუპეროზის დროს. ასევე, უარი თქვით გამოყენებაზე, თუ კანზე ჭრილობები ან ანთება გაქვთ.

ინგრედიენტები
  • 1 ჩ.კ. ჟელატინი
  • 2 ჩ.კ. რძე ან წყალი
  • 1 აბი აქტივირებული ნახშირი
ჟელატინი და აქტივირებული ნახშირი - #1 ნიღაბია დაბერების პროცესის შესანელებლად და ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად.

მომზადება და გამოყენება
  1. დანაყეთ 1 აბი ნახშირი, შეურიეთ ჟელატინს და გააზავეთ ცივ რძეში.
  2. კარგად მოურიეთ. ჟლატინი არ გაიხსნება. შედგით მასა მიკროტალღურ ღუმელში 15 წამით ან მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე, სანამ ჟელატინი არ გაიხსნება. გააგრილეთ ნიღაბი ოთახის ტემპერატურამდე.


  3. წაისვით ნიღაბი, შეიზილეთ მყარი ფუნჯით ან თითებით. გაიჩერეთ 15 წუთით. ნიღაბი უნდა გაშრეს და ფენად იქცეს.
  4. ფრთხილად მოიხსენით ფენა. მოიშორეთ ნარჩენები თბილი წყლით. მოხსნის პრობლემა არ იქნება, რადგან ნიღაბი ფენად იქცევა და მარტივად ძვრება.


  5. ნიღბის გამოყენების შემდეგ შეიზილეთ სახეზე ლოსიონი, რომელიც ავიწროვებს ფორებს. შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.
გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ერთხელ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.