» » » დამერწმუნეთ ასეთი ეფექტური საშუალებები ჯერ არ გამოგიყენებიათ, ის ბოტოქს არაფრით ჩამოუვარდება.

დამერწმუნეთ ასეთი ეფექტური საშუალებები ჯერ არ გამოგიყენებიათ, ის ბოტოქს არაფრით ჩამოუვარდება.

სპეციალური ანტიასაკობრივი კოსმეტიკა გაცილებით უფრო ეფექტურად მოქმედებს, თუ მას ნატურალურ საშუალებებთან ერთად გამოვიყენებთ. კანის მოსავლელი ეს 6 საშუალება, რომელსაც დღეს რჩევები-ს რედაქცია გთავაზობთ, საკუთარი ეფექტურობით არ ჩამოუვარდება ბოტოქსის ნემსებს.

კანის მოვლა სახლის პირობებში

1. ნიღაბი კაკაოს ფხვნილით
15 გრამი ხარისხიანი კაკაოს ფხვნილი გახსენით იმ რაოდენობით თბილ რძეში, რომ მიიღოთ ფაფისებრი მასა. მიღებული საშუალება წაისვით გაწმენდილ სახეზე და მოთიმნეთ 20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

დამერწმუნეთ ასეთი ეფექტური საშუალებები ჯერ არ გამოგიყენებიათ, ის ბოტოქს არაფრით ჩამოუვარდება.


ეს ნატურალური ნიღაბი დაუბრუნებს სახის კანს ბუნებრივ ფერს, გახდის მას გლუვს და მოგაშორებთ ნაოჭებს.

2. ნიღაბი C ვიტამინით
მოამზადეთ ნახევარი ბანანისგან ფაფისებრი მასა, ჩაამატეთ მასში C ვიტამინის რამდენიმე ამპულა, პატარა ნაჭერი ცხიმიანი კარაქი და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული ბლანტი მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი.



ეს ნიღაბი დაგეხმარებათ კანის ღრმა ფენების უჯრედების აღდგენაში და მის გაახალგაზრდავებაში.

3. ხაჭოს ნიღაბი
1 სუფრის კოვზი ცხიმიანი ხაღო გახსენით 2 სუფრის კოვზ არაჟანში და ჩაამატეთ მასში 0,5 ჩაის კოვზი მარილი, გულდასმით გადაურიეთ. მიღებული მასა წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.



კალციუმი და მაგნიუმი, რომლებიც ჭარბადაა ხაჭოში, სტიმულირებს კოლაგენის გამომუშავების პროცესს და ეხმარება კანს დაბერების წინააღმდეგ ბრძოლაში.

4. ფუტკრის ცვილის ნიღაბი
გაალღვეთ 1 სუფრის კოვზი ფუტკრის ცვილი და შეურიეთ 1 ჩაის კოვზ თაფლში და 2 სუფრის კოვზ ახლადგამოწურულ ხახვის წვენში. მიღებული თბილი მასა წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 10 წუთით და შემდეგ მოიშორეთ ხელსახოცის დახმარებით.



5. ნაყენი მარად ახალგაზრდა კანისთვის
1 ჩაის კოვზ დაფქულ მუხის ქერქს, 1 სუფრის კოვზ ლაიმის ყვავილს და 1 სუფრის კოვზ კამას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. 2 საათის შემდეგ გაფილტრეთ ნაყენი და ჩაამატეთ მასში 1 მწიკვი ლიმონმჟავა. გაიწმინდეთ სახე მიღებული საშუალებით ყოველ საღამოს.



ეს ნაყენი დაგავიწყებთ კანის სიფერმკრთალებს, თავიდან აგარიდებთ ნაოჭების გაჩენას და შეუნარჩუნებს თქვენს კანს ახალგაზრდობას მრავალი წლით.

6. მასაჟი სახის კანის ფერის გასაუმჯობესებლად
კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია სპეციალური მასაჟების გაკეთება. თითის ბალიშების დახმარებით ნაზად დაიმუშავეთ სახის კანი, რათა გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა და თავიდან აირიდოთ ნაოჭების წარმოქმნა და კანის ნაადრევი დაბერება.



სახის კანის მოვლა სახლის პირობებში არც თუ ისე რთულ მისიას წარმოადგენს, მთავარია მონდომება და სწორი მიდგომა. იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც და არ დაგავიწყდეთ მათთვის ამ სტატიის გაზიარება!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.