» » » სახამებელი ბოტოქსს ჩაანაცვლებს! 65 წლის ასაკში ყველა მეგობარზე გაცილებით ახალგაზრდად გამოვიყურები.

სახამებელი ბოტოქსს ჩაანაცვლებს! 65 წლის ასაკში ყველა მეგობარზე გაცილებით ახალგაზრდად გამოვიყურები.

მე უკვე 65 წლის ვარ, თუმცა საკუთარ ასაკთან შედარებით საკმაოდ ახალგაზრდად გამოვიყურები, რასაც ხშირად აღნიშნავენ და ხაზს უსვამენ ჩემი მეგობრები. ყოველივე ეს არა ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებებისა და პროცედურების, არამედ ძალიან იაფი, მარტივად მოსამზადებელი სპეციალური ნიღბების დამსახურებაა. ხშირად მეკითხებიან, თუ რა წარმოადგენს ჩემი ახალგაზრდობის საიდუმლოს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დღევანდელ სტატიაში ერთი ძალიან მარტივი საშუალების შესახებ გიამბოთ, რომელიც ხელმისაწვდომია თითოეული ადამიანისთვის. უკვე არაერთი წელია, მას პირადად ვიყენებ.

როდესაც 30 წელი შემისრულდა, სახეზე პირველი ნაოჭების გაჩენა შევნიშნე, რამაც იმედები ძალიან გამიცრუა. დაბერების პროცესის შესაფერხებლად ყველაფერზე მზად ვიყავი, მათ შორის ბოტოქს ინექციებზეც კი, თუმცა როგორც გაირკვა, ეს პროცედურები არც ისე უსაფრთხო ყოფილა, როგორც კოსმეტოლოგები ამბობენ. ამიტომ, გადავწყვიტე დახმარებისთვის მხოლოდ ნატურალური, იაფი კომპონენტებისგან შემდგარი საშუალებებისთვის მიმემართა. ინტერნეტ სივრცეში ხანგრძლივი ძიების შედეგად, მივაგენი იმ ერთადერთ საშუალებას, რომელმაც ნამდვილად იმოქმედა და მისი ეფექტით დღემდე სასიამოვნოდ გაოცებული ვარ.



სახამებელი ბოტოქსის ნაცვლად

კარტოფილის სახამებელი - ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რომელიც მდიდარია C ვიტამინითა და ნიკოტინის მჟავით, რომელთაც ჩვენს კანზე გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. პროცედურები, რომელთა შესახებ დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, გამოდგება აბსოლიტურად ყველა ტიპის კანისთვის. ერთადერთი უკუჩვენება, რომელიც მოცემული საშუალებებისთვისაა დამახასიათებელი, რეცეპტში წარმოდგენილი ინგრედიენტებისადმი ინდივიდუალური აუტანლობაა.

თუ შუახნის ასაკს გადააბიჯეთ და სახის კანზე გაჩენილი ნაოჭები დისკომფორტს გიქმნით, აუცილებლად ისარგებლეთ დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაციით. პირობას გაძლევთ, რეგულარული პროცედურების დამსახურებით სასიამოვნო შედეგები გარდაუვალი იქნება: ნაოჭები საგრძნობლად შემცირდება ზომაში, ხოლო კანი გადაიჭიმება და დაიბრუნებს პირვანდელ ელასტიურობას.



სტაფილოსა და სახამებლის ნიღაბი

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 5 ს.კ. სტაფილოს ახლადგამოწურული წვენი;
  • 1 ს.კ. სახამებელი;
  • 1 ს.კ. არაჟანი (საშუალო ცხიმიანობის);
  • 1 ჭიქა წყალი.

ინსტრუქცია:
  1. ერთი სუფრის კოვზი სახამებელი გახსენით ნახევარ ჭიქა წყალში და დადგით დაბალ ცეცხლზე. დაამატეთ დარჩენილი წყალი და მუდმივი მორევის პირობებში ხარშეთ ნარევი გაბლანტებამდე. ამისათვის, დაახლოებით 15 წუთია საჭირო.



  2. როდესაც მასა ბლანტ კონსისტენციას შეიძენს, გადმოდგით ის ცეცხლიდან და ჩაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები. ურიეთ კარგად რამდენიმე წუთის განმავლობაში.

ახლადმომზადებული ნარევი გაინაწილეთ თანაბრად მთელ სახეზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 20-25 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად პირველი 3 დღის განმავლობაში და შემდეგ გააკეთეთ მინიმუმ 1 კვირიანი შესვენება. გაიმეორეთ კურსი.

შემდეგი რეცეპტი იხილეთ მე-2 გვერდზე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.