» » » ჯანსაღი თმის საიდუმლო თქვენს ხელთაა...

ჯანსაღი თმის საიდუმლო თქვენს ხელთაა...

თმა ჯანმრთელობის და ჯანსაღი საკვების მიღების სარკეა. თუ დაღლილი, გამოფიტული, ავად ან უბედური ხართ, თმა თავის ბზინვარებას კარგავს. ჰორმონალური ცვლილებები, მზე, ქლორი და ქიმიური მკურნალობა მოქმედებს თმაზე. ლამაზი თმისთვის აუცილებელია კარგი კვება. იზრუნეთ, რომ თქვენი საკვები მდიდარი იყოს A და B ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, როგორიცაა კალციუმი, რკინა, იოდი, თუთია, კაჟმიწა, აგრეთვე პროტეინით და ცხიმოვანი მჟავებით. ძალზე მნიშვნელოვანია შამპუნი, მათი უმეტესობა შეიცავს ალკალურ სუბსტანციებს, რომლებიც კანს და თმას ბუნებრივ ცხიმებს აცლის. იხმარეთ ბუნებრივი ჯაგრისიანი სავარცხელი, სინთეტური ჯაგრისები თმას აზიანებს და თმის ბოლოების გახლეჩვას-გაყოფას იწვევს.

ზეთისხილის ზეთიანი საპნის შემცველი შამპუნი:
  • 2 ჩ/კ ბალახი;
  • 1-2 ლიმონის წვენი;
  • 150 გრ ზეთისხილის ზეთიანი საპონი;
  • 1 ლ მდუღარე წყალი.

    მომზადების წესი:
    მცენარეებს დაასხით მდუღარე წყალი და გააცივეთ. გაწურეთ და ლიმონის წვენი ჩაუმატეთ. საპონი გახეხეთ და ხსნარში გახსენით. ნელ ცეცხლზე ადუღებამდე გააცხელეთ, შიგადაშიგ მოურიეთ, სანამ წყალი არ დაიწმინდება. გადმოდგით ქურიდან და ააქაფეთ. მივიღებთ ძალიან რბილ შამპუნს, რომელიც ჩვილებისათვის შეიძლება გამოიყენეთ.

    შამპუნი საპონათი:
  • 30 გრ საპონას გამხმარი ფესვები;
  • 600 მლ მდუღარე წყალი;
  • 30 გრ გამხმარი ბალახები.

მომზადების წესი:
საპონას გამხმარ ფესვებს დაასხით მდუღარე წყალი, დაახურეთ და 12 საათი გააჩერეთ. შემდეგ წამოადუღეთ, 15 წუთი ადუღეთ, გადმოდგით ქურიდან. ჩაასხით ჭურჭელში, მაცივარში 3-4 დღე ინახება.
ბალახები ყველანაირი თმისთვის გადასავლებად: ჭინჭარი, გულყვითელა, აბზინდა, ოროვანდი, ცაცხვის ყვავილები, როზმარინი, ფარსმანდუკი, შვიტა.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.