85 გრამის დასამზადებლად საჭიროა
ინგრედიენტები:
- 2 ს/კ საჭმელი სოდა
- 2 ს/კ წყალი
- 2 წვეთი თქვენ მიერ შერჩეული ეთერზეთი
ნორმალური თმისთვის - 2 წვეთი ილანგ ილანგის ეთერზეთი
მშრალი თმისთვის - 2 წვეთი ვარდის ეთერზეთი
ცხიმიანი თმისთვის - 1 წვეთი როზმარინის ეთერზეთი+ 1 წვეთი კედრის ეთერზეთი
მომზადების წესი:
პასტის გასაკეთებლად თასში ერთმანეთს შეურიეთ სოდა და წყალი. დაამატეთ წყალი თუ სქელი გამოგივათ, ან სოდა - თუ თხელი გამოგივათ.
დაამატეთ თქვენ მიერ არჩეული ეთერზეთი და კარგად აურიეთ.
ჩაასხით სტერილურ ელასტიკურ ბოთლში. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. ვარგისია ერთ კვირამდე.
გამოყენების წესი:
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. საჭირო რაოდენობა დამოკიდებულია თქვენი თმის სიგრძეზე. დაიდეთ საკმარისად, რომ დაფაროს მშრალი ან სველი თმა, შეიზილეთ თავის კანში და ჩამოდით თმის ბოლოებამდე. დაიტოვეთ 2-4 წუთი და გადაივლეთ თბილი წყალი. გაიმშრალეთ და დაივარცხნეთ.