ბარამბო ხარობს ბუჩქნარებში, მეჩხერ ტყეებში, ბალახოვან და ქვიან ადგილებში, გზისპირებთან ახლოს.
ნედლეულად იყენებენ ფოთლებსა და ღეროს კენწრულ ნაწილს. იგი შეიცავს 0,3%-მდე ეთერზეთს, ტანინს.
ბარამბო გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი, სპაზმოლიტური საშუალება. იგი აუმჯობესებს მადას, აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას, სპობს ფერმენტაციის ანომალიებს.
ბარამბოს გამოყენების დროს ავადმყოფს ეხსნება ხუთვის შეგრძნება, სუსტდება ან სულ ისპობა ტახიკარდიის მოვლენები და ტკივილები გულის არეში, მცირდება გულისცემის რაოდენობა, დაბლა იწევს სისხლის წნევა.
ხალხურ მედიცინაში ბარამბოს იყენებენ მთელი რიგი დაავადებების დროს. როგორიცაა: ნევროზი, ნერვული გულისცემა, კლიმაქსი, დისმონორეა, მელანქოლია, ბრონქული ასთმა, პირისღებინება ორსულობის დროს. ავიცენა ბარამბოს იყენებდა თავის ტკივილების საწინააღმდეგოდ.
მას იყენებენ ნევროტიკული მდგომარეობის დროს, როდესაც თან ახლავს თავბრუსხვევა, მუცლის არეში ტკივილისა, კუჭის სიმძიმის შეგრძნების, პირის ღრუში ცუდი სუნისა და კბილის ტკივილის დროს.
ბარამბოს ნაყენი
ბარამბოს ნაყენის მისაღებად აიღეთ 2 სუფრის კოვზი ნედლეული, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 400 მლ (2 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური, გააჩერეთ, გაწურეთ. ერთი დღის დოზა მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში. ნაყენი უნდა შეინახოთ ბნელ, გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. ბარამბოს ნედლ ფოთოლს იდებენ ჩირქოვან ადგილზე, დაჟეჟილობისა და შეშუპების დროს.