» » » ბალბას ყვავილის და ფოთლის ნაყენს აქვს დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება სხვადასხვა დაავადებების დროს

ბალბას ყვავილის და ფოთლის ნაყენს აქვს დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება სხვადასხვა დაავადებების დროს

ბალბა – ერთწლიანი (მრავალწლიანი) ბალახოვანი მცენარეა ბალბისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 1 მ-მდე, ძლიერი ღერძული ფესვით. ყვავილები მსხვილი აქვს ვარდისფერი ან იისფერი, მუქი ძარღვებით. 5-10-ად შეკრებილი სხედან ფოთლის უბეებში. ყვავილსაფარი ორმაგი აქვს, ხუთფურცლიანი, ბევრი მტვრიანითა და ერთი ზედანასკვიანი ბუტკოთი. ნაყოფი მშრალია, რგოლის ფორმის, რომელიც იშლება 10 თითო თესლად.
სამკურნალოდ გამოიყენება ყვავილები და ფოთლები. ყვავილებს კრეფენ ყვავილობის დასაწყისში, როდესაც ყვავილი ჯერ კიდევ მთლიანად არაა გაშლილი. კრეფენ ხელით, მთელ ყვავილებს ჯამთან ერთად, ყვავილსაჯდომის გარეშე. ფოთლებსაც ამავე დროს აგროვებენ ყუნწების გარეშე.



ბალბას ყვავილის და ფოთლის ნაყენს აქვს დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ბრონქიტის, ზედა სასუნთქი გზების კატარის, ხმის დაკარგვის, ნუშისებრი ჯირკვლების ანთების დროს.

ნაყენი შემდეგნაირად მზადდება:
ფოთლის ნაყენი: 2 ჩ/კ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ ცივი წყალი. 3-5 საათის შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ.

ყვავილის ნაყენი: მწიკვ ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ ცხელი წყალი. 10 წთ-ის შემდეგ ნაყენი მზადაა. გაანაწილეთ რამდენიმე მიღებაზე.
გარეგანად ნაყენი გამოიყენება ყელში გამოსავლებად. საფენების სახით პირის ღრუში ჩირქოვანი ანთებების, ასევე ფურუნკულების, მარგულის და მისთანანის დროს. საფენებს იდებენ ანთებულ თვალებზე და ქუთუთოებზე.

საფენების მოსამზადებლად ბალახის ორმაგი დოზა უნდა აიღოთ. ბალბის ჩაი რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, შარდის ბუშტის ანთების და ტკივილის დროს.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.