» » » შინაგანი და გარეგანი ხალხური საშუალებები ფსორიაზის სამკურნალოდ

შინაგანი და გარეგანი ხალხური საშუალებები ფსორიაზის სამკურნალოდ

ფსორიაზი კანის ქრონიკული დაავადებაა, რომლის გამომწვევი მიზეზია ნერვული და ენდოკრინული სისტემის მოშლა, დარღვევები ნივთიერებათა ცვლაში, ორგანიზმში არსებული ქრონიკული ინფექციური კერები (ტონზილიტი, ჰაიმორიტი).
ამ დაავადებისადმი მიდრეკილება შეიძლება შთამომავლობიდან გადაეცეს.
დაავადება იწყება კანზე მოვარდისფრო ან მოწითალო კვანძების გაჩენით, რომელიც იფარება მოვერცხლისფრო - თეთრი ქერცლებით. გამონაყარი თანდათან ფართოვდება, ერთიანდება და იქმნება მსხვილი კერა. ფსორიაზით ზიანდება ზედა და ქვედა კიდურების, თავის თმიანი ნაწილის კანი, მძიმე შემთხვევაში კი ფსორიაზის ქერცლებით სასხსრებიც იფარება.
ფსორიაზით დაავადებულ ადამიანს ურჩევენ რძისა და მცენარეული საკვების მიღებას, უზღუდავენ ცხოველურ ცხიმებსა და ნახშირწყლებს. სასურველია მზის აბაზანების მიღება (მაგრამ არა დაავადების გამწვავების პერიოდში), ზღვაში ბანაობა, საოჯახო პირობებში კი თბილი საპნის აბაზანები.
ხალხური მედიცინა გთავაზობთ შემდეგს ფსორიაზთან საბრძოლველად.

შინაგანად მისაღებად
  • ნივრის ცოცხალი წვენისა და ფაფის მიღება (თაფლით) ფსორიაზის სამკურნალოდ უძველესი და ეფექტური საშუალებაა.

  • 20 გრამ დაფნის მშრალ ფოთლებს ასხამენ 2 ჭიქა მდუღარეს, ადუღებენ 10 წუთს, წურავენ. სვამენ დღის განმავლობაში 3 მიღებაზე. მკურნალობის კურსი 5-7 დღეა.

  • ისეთი დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა ეგზემა და ფსორიაზი, გამოიყენება ქაცვის ზეთი. ღებულობენ დღეში 2 მილილიტრს.

  • იღებენ 60 გრამ ჭინჭრის ყვავილს და ფოთოლს, ასხამენ 1 ლიტრ მდუღარეს. ღებულობენ დღეში 3-ჯერ 100 მილილიტრს. ეს საშუალება წმენდავს სისხლს და დაავადება ქრება.

  • 10 გრამ ორკბილას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. დგამენ 30 წუთით მდუღარე წყლის აბაზანაში. აცივებენ 10 წუთით, წურავენ, უმატებენ მდუღარე წყალს 200 მლ-მდე შესავსებად. ღებულობენ 2-3 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ.

    გარეგანი საშუალებები ფსორიაზის სამკურნალოდ

  • ფსორიაზის სამკურნალოდ იყენებენ მოცვის ნაყოფის ნახარშის საფენებს. დაზიანებულ ადგილზე იფენენ დილა-საღამოს.

  • ქრისტესისხლას წითელი წვენის წასმა ფსორიაზით დაზიანებულ კერებში, აშორებს ქერცლებს და კურნავს დაავადებას.

  • ხარშავენ ფარსმანდუკს, ასხამენ აბაზანის თბილ წყალში და იკეთებენ აბაზანებს.

  • არყის ხის კვირტების 10-30%-იანი მალამო საუკეთესო საშუალებაა ეგზემის, ფსორიაზის სამკურნალოდ.

  • ქოქოსის ზეთს ადნობენ თბილ წყალში და იყენებენ ფსორიაზით დაზიანებულ ადგილებზე წასასმელად.

  • ნივრის კბილებს (2-3ც) აქუცმაცებენ, ასხამენ მდუღარე წყალს, აჩერებენ 40-60 წთ. იდებენ საფენებს.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.