დერმატიტთან საბრძოლველად ხალხური მედიცინა გვთავაზობს შემდეგს:
- 1 სუფრის კოვზ ბაბუაწვერას ფოთლებს ასხამენ 400 მლ მდუღარე წყალს თერმოსში. ღებულობენ თბილი სახით 1/2 ჩაის ჭიქას დღეში 4-ჯერ. გამოიყენება კანის მრავალი დაავადების სამკურნალოდ.
- ორკბილას ნახარშის აბაზანები გამოიყენება ქავილიანი დერმატიტის დროს (განსაკუთრებით ბავშვებში).
- ალოეს ფოთლები გამოიყენება ხანგრძლივი დერმატიტების სამკურნალოდ, რისთვისაც ალოეს ფოთლების წვენში დასველებულ საფენებს იდებენ დაზიანებულ ადგილებზე. მკურნალობის შედეგად აღდგება კანის მგრძნობელობა, პიგმენტავია და თმის ზრდა (თავის ნაწლავში) ამ ადგილებში.
- კარტოფილს (უმს) ახასიათებს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, ამიტომ მისი სახამებელი გამოიყენება შესაფრქვევად, მალამოების სახით.
- მრავალძარღვას ცხელ წვენს ურევენ ვაზელინში და იზელენ დაზიანებულ ადგილებში.