» » » 20-წლიანი გამოცდილების მქონე კონდიტერმა მასწავლა კაკლების მომზადება შედედებული რძით

20-წლიანი გამოცდილების მქონე კონდიტერმა მასწავლა კაკლების მომზადება შედედებული რძით

ცოტა ხნის წინ, მაღაზიაში კაკლისებრი ორცხობილები ვიყიდე. თუმცა, იგი იმდენად გემრიელი არ იყო, როგორც ბავშვობაში, შიგთავსის ჭამაც კი არ მინდოდა.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, თვითონ გამომეცხო ისინი. იმისათვის, რომ მეც და ჩემს ბავშვებსაც გაგვეგო ნამდვილი "კაკლების" გემო, ისეთის, როგორიც ჩემს ბავშვობაში იყო. რეცეპტისთვის მივმართე დედაჩემს და მისი რეკომენდაციებით გავიგე, რომ მომზადება საკმაოდ მარტივია.



ორცხობილა "კაკლები" მოხარშული შედედებული რძით
ამ რეცეპტში ყველაზე მნიშვნელოვანია ფორმა, რომელშიც "კაკლები" ცხვება. მე სახლში ძალიან ძველი აპარატი მაქვს, რომელიც ბებიისგან მერგო. მისი დახმარებით ვამზადებ "კაკლის ნაჭუჭის" ნახევრებს, თვითონ მას კი გაზზე ვაცხელებ.
სწორედ ასეთი აპარატისთვისაა დღევანდელი რეცეპტი განკუთვნილი, თუმცა შეგიძლიათ იგი თქვენს აპარატს მოარგოთ.


ინგრედიენტები
  • 3.5 ჭიქა ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 3/4 ჭიქა შაქარი
  • 200 გ კარაქი
  • 0.5 ჩ.კ. სოდა
  • 1 ჩ.კ. ძმარი
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • მწიკვი მარილი
  • 1 ქილა მოხარშული შედედებული რძე
მომზადება
  1. მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ შაქარი, კვერცხი და მარილი. კარგად მოურიეთ.


  2. დაუმატეთ კარაქი, სოდა გახსენით ძმარში, ყველაფერს კარგად მოურიეთ და ცოტ-ცოტა ფქვილი დაუმატეთ. ცომი მოზილეთ ძალიან კარგად, რათა არ დარჩეს ფქვილის ბურთულები.
    ბოლოს ცომი რბილი და ელასტიური უნდა გამოვიდეს. ისეთი, რომ ხელებს არ ეწებებოდეს.


  3. საცხობ ფორმაში ჩაასხით ცოტაოდენი მცენარეული ზეთი და შეაზილეთ ყველა ზედაპირს, შემდეგ დადგით ფორმა ცეცხლზე, გასაცხელებლად.


  4. ცომისგან გამოძერწეთ ბურთულები, რომლებიც თქვენი ფორმისთვის იქნება შესაბამისი.


  5. მოათავსეთ ბურთულები საცხობ ფორმაში და დაახურეთ თავსახური. პირველ პარტიას უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე დანარჩენს.


  6. აცხვეთ რამდენიმე წუთის მანძილზე, შემდეგ გახსენით და ნახეთ: თუ შებრაწული ყავისფერი აქვს, გადააბრუნეთ მეორე მხარეს.


  7. მზა "ნაჭუჭები" ამოიღეთ ფორმიდან თეფშზე და აცადეთ გაგრილება.


  8. ორი ნახევრის შესაერთებლად გაავსეთ ერთი ნახევარი შიგთავსით, მიაწებეთ მეორე და დაალაგეთ კაკლები თეფშზე.


  9. მზადაა!

გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.