» » » სარეველა ბალახი, რომელიც უნიკალური მკურნალია, მას უძველესი დროიდან ხმარობენ ხალხურ მედიცინაში.

სარეველა ბალახი, რომელიც უნიკალური მკურნალია, მას უძველესი დროიდან ხმარობენ ხალხურ მედიცინაში.

ჩემს შვილს საბავშვო ბაღში ყივანახველა შეხვდა, მის მოვლისას კი მეც გადმომედო. გამიგონია, ბატონები ბავშვობაში უნდა მოიხადო, თორემ მოწიფულ ასაკში მეტად რთულად მიმდინარეობსო. მართალი ყოფილა - საკუთარ თავზე გამოვცადე. რა არ ვიხმარე, მაგრმა ვერაფერმა მიშველა. ჩემს მეზობლად ძალიან განათლებული მოხუცი ქალბატონი ცხოვრობს, რომელმაც მცენარეული წამლების რეცეპტებიც იცის. სწორე მან მირჩია მრავალძარღვას ნაყენის მიღება, რომელმაც ნამდვილად მომგვარა შვება.

  • ვიღებთ მრავალძარღვას ქორფა ფოთლების საშუალო ზომის კონას, ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და 1 საათით ვაყენებთ. შემდეგ გადავწურავთ. ვიღებთ 1 სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ.

მრავალძარღვას რამდენიმე სახეობა იხმარება სამკურნალოდ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია დიდი მრავალძარღვა. ეს მრავალწლოვანი სარეველა ბალახია, ყველა ფოთოლი ფესვთანურია, ფართო კვერცხისებრი, გრძელყუნწიანი და ქმნიან როზეტს. უვითარდება ერთი ან რამდენიმე საყვავილე ღერო. ყვავილები ულამაზოა და თავთავა ყვავილედად არის შეკრებილი. მცენარე ყვავილობს მაის-სექტემბერში, ნაყოფი მწიფდება შემოდგომაზე.
მრავალძარღვა ყველგან გვხვდება - გზისპირებზე, დასახლებულ ადგილებში, ბოსტანსა და მინდვრებში, ტყის განაპირას და სხვა. გამოიყენება ფოთლები. შეგროვება შეგიძლიათ მთელი ზაფხულის განმავლობაში, ვიდრე მცენარე დაჭკნობას დაიწყებდეს. გააშრეთ ჩრდილში, სხვენზე ან საშრობში. მრავალძარღვას უძველესი დროიდან ხმარობენ ხალხურ მედიცინაში. შემდეგ კი ფართოდ შემოვიდა მეცნიერულ მედიცინაშიც.

სარეველა ბალახი, რომელიც უნიკალური მკურნალია

იხმარება დაქვეითებული მჟვიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტის, ქრონიკული კოლიტის სამკურნალოდ, როგორც მადის მომგვრელი და ამოსახველებელი საშუალება.
  • დანაწევრებული ფოთლების 1 სუფრის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ რამდენიმე წუთს, გაგრილების შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ჭამის წინ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ. მრავალძარღვა შედის ამოსახველებელი ნაკრებების შემადგენლობაში, მისგან ამზადებენ პრეპარატ პლანტაგლუციდს, რომელსაც უნიშნავენ კოლიტისა და გასტრიტის დროს.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.