საჭირო ინგრედიენტები:
- მწვანე კაკალი (წენგო) - 200 ცალი
- შაქარი - 3 1/2 კილოგრამი
- თაფლი - 500 გრამი
- მიხაკ-დარიჩინი - 50 გრამი
- ან ვანილი - 1/2 ჩხირი
- კირი - 3 მუჭა
დამზადების წესი:
მწვანე წენგო გავფცქვნათ, თითოეული ჩხირით დავჩხვლიტოთ რამდენიმე ადგილას და ჩავყაროთ ცივ წყალში. ერთი კვირის განმავლობაში დილა-საღამოს წყალი ვუცხვალოთ. მეშვიდე დღეს, წენგო წყლიდან ამოვიღოთ და მოვაყაროთ 3-4 მუჭა კირი, დავასხათ ცივი წყალი ისე, რომ ფარავდეს კაკალს. კირწყალში გავაჩეროთ ერთი დღე. შემდეგ წენგო დავყაროთ ცხრილზე ან ფლავსაწურზე და დიდხანს ვრეცხოთ, რათა კირის სუნი არ შეჰყვეს. კარგად გარეცხილი წენგო ჩავყაროთ თაფლით შეტკბილებულ წყალში და ვხარშოთ 15 წუთი. შემდეგ კაკალი ჩავყაროთ სიროფში, რომელიც უნდა მოდუღდეს 3 1/2 კილოგრამი შაქრისა და 20-25 ჩაის ჭიქა წყლისაგან და შევდგათ მოსახარშად. ვხარშოთ, სანამ კაკალი სიბრწყინვალეს მიიღებდეს და სიროფი საკმაოდ შესქელდებოდეს. ხარშვის დროს შიგ ჩავაგდოთ 1/2 ჩხირი ვანილი ან თხელ პარკში გახვეული მიხაკ-დარიჩინი.
გაცივების შემდეგ ქალებში ჩავაწყოთ ჯერ კაკლები, შემდეგ კი დავასხათ იმდენი სიროფი, რომ კაკლები დაფაროს. ქილებს პერგამენტის ქაღალდით მოვუკრათ თავი და შევინახოთ.