» » » 62 წლის, ყოფილი მედიცინის მუშაკი ვარ, ამიტომ გადავწყვიტე თირკმელებისთვის ჩემივე რეცეპტით მემკურნალა. შედეგმა გაამართლა

62 წლის, ყოფილი მედიცინის მუშაკი ვარ, ამიტომ გადავწყვიტე თირკმელებისთვის ჩემივე რეცეპტით მემკურნალა. შედეგმა გაამართლა

62 წლის ვარ, ყოფილი მედიცინის მუშაკი. პენსიაზე გასვლის შემდეგ ქალაქგარეთ, ჩემს აგარაკზე გადავსახლდი და პატარა მეურნეობაც წამოვიწყე. ძალიან მომწონს ბუნებსთან ურთიერთობა, არაფერი ისე არ მაწყნარებს, როგორც ჩემს ნაკვეთში ფუსფუსი. ბოლო ხანს ჩემი იდილია თირკმლების ტკივილმა დაარღვია. ექიმების მიერ გამოწერილი წამლები დროთა განმავლობაში აღარ მშველოდა და ტკივილი ისევ მეწყებოდა. ბოლოს გადავწყვიტე, მზესუმზირას ფოთლები მეცადა. აღარც კი მახსოვს, ვინ მომცა ეს რეცეპტი. ადრეც გამეგო, რომ მზესუმზირის ფესვებს სამკურნალო თვისებები ჰქონდა, მაგრამ ფოთლებიც თუ წამალი იყო, არ ვიცოდი. მზესუმზირას ფოთლები შუა ზაფხულში უნდა დაკრიფოთ. სასურველია, თუ ამას დილით ადრე, გამთენიისას გააკეთებთ.

  • ფოთლები უნდა დააქუცმაცოთ ხელით და არა დანით. 1 სადილის კოვზი დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 10 წუთით და დალიეთ.
    ასე ვსვამდი დღეში 3-ჯერ 1 თვის განმავლობაში, არც ერთი დღე არ ჩამიგდია. ტკივილებმა თანდათან იკლო და წელშიც გავიმართე.

    მზესუმზირას ფოთოლი

    თირკმელებს კარტოფილიც შველის
  • აიღეთ ორი ცალი საღი კარტოფილი და საგულდაგულოდ გარეცხეთ. ძალიან ფრთხილად მოაცილეთ კანი, გაჭერით შუაზე და ხარშეთ, სანამ კარგად არ დარბილდება. ნახარში გადაასხით ჭურჭელში და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამის წინ.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.