» » » მედდამ მასწავლა, როგორ გავიყუჩო სახსრების ძლიერი ტკივილი

მედდამ მასწავლა, როგორ გავიყუჩო სახსრების ძლიერი ტკივილი

უამრავ ქალს აწუხებს კითხვა: რა მოუხერხონ ტერფზე გამოზრდილ ძვალს, სამედიცინო ტერმინით რომ ვთქვათ, ფეხის თითის ვალგუსურ დეფორმაციას? ამ უსიამოვნო პათოლოგიურ დეფორმაციას არამხოლოდ ესთეტიკური დისკომფორტი, არამედ ტკივილიც ახლავს, თანაც, ნებისმიერ ფეხსაცმელს წამებად აქცევს.



დაავადების გართულებას იწვევს ძალიან ვიწრო ფეხსაცმელი, მოძრაობის ნაკლებობა, ასევე, ჭარბი დატვირთვა ფეხებზე ზედმეტი წონით. ნეგატიურ როლს თამაშობს გენეტიკაც: თუ ნათესავებში ვინმეს ეს დაავადება აწუხებდა, დიდია ალბათობა იმისა, რომ თქვენც მემკვიდრეობით გერგებათ.

თუ მუდმივ დაღლილობას გრძნობთ ტერფების წინა ნაწილში, ტერფის ძირზე - ჩხვლეტას, გაჩნდა ტკივილები, შეშუპება და სიწითლე დიდი თითის სახსრის ირგვლივ - მაშინვე მიმართეთ ექიმს. გულმოდგინე დაკვირვებისა და რენტგენოგრაფიის შემდეგ, იგი დასვამს დიაგნოზს და დანიშნავს მკურნალობის კურსს.



დიდი თითის დეფორმაციის ხარისხის მიხედვით, რომელიც რენტგენოსკოპიით განისაზრღვრება, ექიმები განარჩევენ დაავადების რამდენიმე სტადიას. ბოლო სტადიებზე, როგორც წესი, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა, დასაწყისში კი დაგეხმარებათ სავარჯიშოები და საშინაო რეცეპტი, რომლის საიდუმლოსაც რჩევების რედაქცია გაგანდობთ.

საშინაო პირობებში თითის დეფორმაციის მკურნალობა
როგორ მოვიშოროთ ძვლის ეს წანაზარდი ფეხზე? ფეხის სილამაზის აღსადგენად საშინაო პირობებში შეგიძლიათ გამოიყენოთ მეთოდი, რომელიც მე ერთმა მედდამ მასწავლა, რომელსაც 30-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.

ინგრედიენტები
  • ზეთოვანი ხსნარი "ქლოროფილიპტი"
  • "დიმექსიდი"
  • ბამბა
  • 5 მლ-იანი შპრიცი
  • ჭურჭელი ხსნარის მოსამზადებლად
მომზადება და გამოყენება
  1. აიღეთ 15 მლ "ქლოროფილიპტი" და ჩაასხით მომზადებულ ჭურჭელში.


  2. ამავე შპრიცით ამოიღეთ 5 მლ"დიმექსიდი" და შეურიეთ ზეთოვან ხსნარს.


  3. ჩაალბეთ ხსნარში ბამბის ტამპონი და დაიდეთ წანაზარდზე. გაიჩერეთ კომპრესი 15 წუთით.


  4. გაიმეორეთ პროცედურა დილა-საღამოს.
სავარჯიშოები ხელთ არსებული ნივთებით
  1. დადეთ იატაკზე ბოთლი ან ცომის საბრტყელებელი და ორივე ტერფით დაიწყეთ მისი ბრუნება 2 წუთის მანძილზე.


  2. დადეთ იატაკზე ფურცელი, ტერფის პირველი და მეორე თითებით დაიჭირეთ ფანქარი და ეცადეთ, დახაზოთ წრე. გაიმეორეთ იგივე მეორე ფეხით.
  3. გააკეთეთ 5-6 ნახტომი სიგრძეში. უბრალოდ იტაკიდან თითებით ახტით.
  4. ტელევიზორის წინ ჯდომისას აბრუნეთ ტერფის სხვადასხვა მხარეებით (გვერდულად, ქუსლით, ცერით) ბეისბოლის ბურთი ან ეკლებიანი ცილინდრი.


  5. აიღეთ ტერფებით ქსოვილი და დაკუჭეთ, შემდეგ წამოწიეთ იატაკიდან. დააგდეთ ქსოვილი და გაასწორეთ ფეხის თითების გამოყენებით, ისე, რომ არ დაიხაროთ. ეს ავარჯიშებს სახსრებს, მიანიჭებს მათ მოქნილობას და იდეალური პროფილაქტიკაა ფეხის თითებზე ძვლოვანი წანაზარდისა.
გარდა მკურნალობისა და სავარჯიშოებისა, თქვენ მოგიწევთ დიეტის დაცვაც (А, Е, С ვიტამინების მარაგის შევსება, უარის თქმა ცხიმიან, ცხარე და შემწვარ საკვებზე), ასევე, აუცილებელია ფეხსაცმლის სწორად შერჩევაც (ჩაიცვით ნატურალური ტყავის მოსახერხებელი ფეხსაცმელები! მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ძალიან ვიწრო მოდელები გამორიცხეთ).
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.