თუკი დროულად არ მივაქცევთ ყურადღებას ასეთ კოჟრს იგი უფრო გაიზრდება და მეტად მტკივნეული გახდება. კოჟრი, რომელიც თითის მოხრილ ადგილას არის გაჩენილი და გაღიზიანება ღრმას არის წასული ის აღიზიანებს ნერვულ დაბოლოებებს, რასაც პაციენტი ექიმამდე მიყვავს.
ადამიანი ყველანაირად ცდილობს სიარულის მანერა შეიცვალოს, რომ ტკივილს აარიდოს თავი, მაგრამ ეს უფრო ართულებს მდგომარეობას.
არასწორ სიარულს ტერფის დეფორმაციამდე მიყავს და საბოლოოდ სერიოზულ პრობლემებს იწვევს კიდურებში და ხერხემალში.
თუ კი თქვენ დაგღალათ ტკივილმა, უხერხულმა სიარულმა და გინდათ, რომ თქვენი თერფი და თითები ისევ ლამაზი და სწორი გქონდეთ, მაშინ მკურნალობის კონსერვატორულ მეთოდს უნდა მიმართოთ. პირველ რიგში სპეციალური ფეხსაცმელი გჭირდებათ. ესეთ ფეხსაცმელს თავისუფალი ადგილი აქვს ტერფის წინა ნაწილისთვის, რაც არ მისცემს თქვენს თითებს დეფორმაციის საშუალებას. შესაძლოა ესთეტური თვალსაზრისით იმდენად მომხიბვლელად არ გამოიყურება ასეთი ფეხსაცმელი, მაგრამ ჯანმრთელობა მსხვერპლს მოითხოვს. ასევე საჭიროა კოჟრების დროს დამატენიანებელი კრემების და პემზის გამოყენება. თუკი დილა საღამოს გამოიყენებთ ესეთ კრემებს, კოჟრი რბილი და უმტკივნეულო გახდება. პემზა კი აბაზანის მიღების შემდეგ ათხელებს და აცილებს გარქოვანებულ ნაწილებს.
მკურნალობის შემდეგი მეთოდი მოუხდება ყველა პაციენტს - ეს არის სპეციალურო რბილი საფენების ხმარება. ესეთი საფენით ახვევენ დეფორმირებულ თითს ქვევიდან და ზევიდან, რაც აუმჯობესებს პაციენტის ყოფას. თუკი ხშირად დაიმუშავებთ და მოიცილებთ კოჟრს, სპეციალისტთან, წაისმევთ დამატენიანებელ კრემებს, მაშინ თითქმის მოიცილებთ თავიდან დისკომფორტს. ესეთი საფენები შევსებულია ჟელეთი, რომელიც ბალიშივით ედება გამოწეულ და მტკივნეულ ადგილს, რაც ასევე შეგიმსუბუქებთ ყოფას.
პროფილაქტიკა უპირველეს ყოვლისა
არაა საჭირო იყო ექიმი იმის მისახვედრად, რომ ჩაქუჩისებრი თითის და კოჟრების მკურნალობას, მათი პროფილაქტიკა ჯობია. იდეალური ვარიანტი პროფილაქტიკისათვის და თვით დეფორმაციისთვისაც - სუპინატორია, რომელიც ყველა ფეხსაცმელში უნდა გქონდეთ. ისინი კარგად დააზღვევენ თქვენს ფეხებს დიდი ხნით ფეხზე დგომისას, სიარულისას, ფიზიკური დატვირთვისას, თვით სიარულს კი უფრო კომფორტულს გახდიან. რაში მდგომარეობს ესეთი საფენების საიდუმლო და ამავდროულად სარგებელი? მათ უჭირავთ ტერფის თაღი და ეხმარებიან ტერფს სიარულისას. უზრუნველყოფენ სისხლის მიმოქცევას, ამცირებს დაღლილობას, ტკივილს გადაადგილებისს, აუმჯობესებს საერთო მდგომარეობას. თუ კი თქვენ ვერ უძლებთ, ერთადერთი გამოსავალია - ქირურქგიული ჩარევა. თანამედროვე მედიცინაში არსებობს თითების დეფორმაციის რამდენიმე მეთოდი, კონკრეტულად რომელია თქვენთვის უმჯობესი, ქირურგი გადაწყვეტს მას შემდეგ რაც შეადარებს დეფორმაციის დონეს.