» » » თუ ტერფის ტკივილი პერიოდულად გაწუხებთ, ფეხები ხშირად გეღლებათ და გიშუპდებათ...

თუ ტერფის ტკივილი პერიოდულად გაწუხებთ, ფეხები ხშირად გეღლებათ და გიშუპდებათ...

თუ თქვენ იცით, რომ ტერფი თქვენი სუსტი ადგილია, მისი ტკივილი პერიოდულად გაწუხებთ, ფეხები ხშირად გეღლებათ და გიშუპდებათ, მაშინ მასაჟი და თვითმასაჟი უნდა გახდეს თქვენი მუდმივი მეგზური ყოველდღიური ცხოვრებაში.

მასაჟის მეთოდები ტერფისთვის მრავალფეროვანია, მაგრამ თითოეული მათგანი ეყრდნობოდა წერტილოვან ზემოქმედებას მათზე, როგორც ცნობილია, ფეხის ამ ნაწილში განლაგებულია უამრავი წერტილები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ადამიანის სხვადასხვა ორგანოებზე. თითოეულ მათგანს ჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. თუკი თქვენ გსურთ შეისწავლოთ ტერფის მასაჟი, მაშინ ყურადღებით უნდა გაერკვეთ წერტილოვანი მასაჟის მეთოდიკაში.

ჩინელ მკურნალებს მიაჩნიათ, რომ თვითოეული წერტილიდან, რომელიც ტერფზეა განლაგებული, უხილავი გზები მიემართება ამა თუ იმ ორგანომდე. ძველი ლეგენდის თანახმად, დიდი ხნის წინ, როცა ჩინეთს იმპერატორი ფუ-სი მართავდა, რომელიც დაინტერესებული იყო ბევრი მეცნიერებით, მათ შორის მედიცინით, მის ერთ მოახლეს ძლიერი თავის ტკივილი აწუხებდა. ტკივილი ისეთი ძლიერი და ხანგრძლივი იყო, რომ ადამიანი ადგილს ვერ პოულობდა. როდესაც შეეცადა დაევიწყებინა, გადაწყვიტა ბოსტანში წასულიყო, რომ ბრინჯის რიგი მოეთოხნა. შემთხვევით ფეხში ქვის თოხი ჩაირტყა, რამდენადაც უნცაურად არ უნდა მოსჩვენებოდა - თავის ტკივილმა გაუარა. დიდხანს იფიქრა იმპერატორმა მოახლის უჩვეულო გამოჯანსაღებაზე დამას შემდეგ ჩაუყარა საფუძველი წერტილოვან მეცნიერებას, რომელთა სტიმულაციის დახმარებით, შეიძლება თითქმის ყველა დაავადებისგან განკურნება.

ამისთვის საჭიროა მკურნალობის მეთოდიკის ცოდნა, მაგალითად, იმ ზონებისთვის, რომელიც ტერფზე მდებარეობს, კოჭის სახსრის გარშემო, კეთდება წერტილოვანი მასაჟი დიდი და საშუალო თითების ბალიშებით, ტერფის ქვედა მხარეს კი სადაც კუნთოვანი შრე უფრო ძლიერია - მოხრილი შუა თითის წვერით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ ტერფის ქვედა ზედაპირი ბევრი რეფლექსური ზონებია განლაგებული, რომელთა სტიმულაციას ითვალისწინებს მასაჟი ფეხის ამ არეში. პრაქტიკულად თვითმასაჟის ყველა მეთოდი მიმართულია ტერფის აქტიურ წერტილებზე, ამიტომაც ესე დაწვრილებით გიამბეთ წერტილოვან მასაჟზე.

მასაჟი და აბანო - კარგი წყვილი
ტერფის მასაჟი აბაზანაში - ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ყველა დაავადების საწინააღმდეგოდ. თუ აბაზანაში შესვლამდე, ძლიერი სტრესი ან დაღლილობა გადაიტანეთ, ისე რომ ფეხზე ძლივს დგახართ, იპოვეთ ტერფზე ადგილი, სადაც პირველი და მეორე თითის ძვლები ერთდება. ფრთხილად დააჭირეთ ამ წერტილს, რამდენიმე წამით, დაახლოებით 10-ჯერ ორივე ფეხზე. ქალებისთვის რეკომენდებულია, კრიტიკულ დღეებში, დიდი თითით კოჭზე, ფეხის შიდა მხარეს მიჭერა 15-ჯერ პერიოდულად ფეხების ცვლით. ეს მოგიხსნით ტკივილს, ასევე დაგეხმარებათ უძილობის დროს, კარგია საჭმლის მონელებისთვის.

ფეხები შეგვიძლია ყველანაირი სირთულის გარეშე ჩვენით დავიმასაჟოთ ანუ თვითმასაჟი ჩავიტაროთ. ტრადიციულად მის გაკეთებას ტერფიდან გვირჩევენ, შემდეგ აქილევსის მყესი, კოჭის სახსარი, წვივი, მუხლის სახსარი და ბოლოს ბარძაყი.

ფეხების თვითმასაჟი სამკურნალო პროცესებს მიეკუთვნება. ზოგიერთი ინსტიტუტში სპეციალურად მუშავდება, საინტერესო და ეფექტური, სხვადასხვა დახმარებით, რომელიც გათვალისწინებულია ჭარბწონიან, ავადმყოფ და მოხუც ადამიანებზე. ეს მეთოდი ეხმარება კუნთების ტონუსის ამაღლებაში, სახსრების მოძრაობის და ტერფში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.