დიდ თითზე გამობერილი სახსრის გამობერვას(ფეხის დიდი თითის ვალგუსური დეფორმაცია) უამრავი მიზეზი აქვს: ძალიან ვიწრო ფეხსაცმელი, არასწორი კვება, მემკვიდრეობითი განწყობილება, ბრტყელტერფობა, რევმატიზმი.
როგორც წესი, ამ პრობლემის მოსაშორებლად ორთოპედები ნიშნავენ მაკორექტირებელ საფენებს, რომლებიც მუდმივ და ხანგრძლივ ტარებას მოითხოვს, უფრო რთულ შემთხვევებში კი ტარდება ქირურგიული ჩარევა.
ხალხური მედიცინა გვთავაზობს თავის აზრს ამ შემაწუხებელი პრობლემის განკურნების შესახებ, რომელსაც Rchevebi.com-ის რედაქცია ამ ტექსტში გაგაცნობთ.
როგორ მოვიშოროთ სახსარი ტერფიდან
- დასაწყისისთვის, ორგანიზმი ჭარბი მარილებისგან უნდა გაწმინდოთ. 1 ს.კ. დაჭრილ დაფნის ფოთლებს საღამოს დაასხით 300 მლ წყალი, აადუღეთ და ხარშეთ 5 წუთით. გადაასხით ნახარში თერმოსში და გააჩერეთ დილამდე. დილით გაწურეთ სასმელი და დღის განმავლობაში მცირე ყლუპებად მიიღეთ(მთელი ნახარში არ დალიოთ ერთბაშად).
ყოველ საღამოს ახალი ნახარში მოამზადეთ. იგი 3 დღის მანძილზე უნდა მიირთვათ, ერთი კვირის შემდეგ კი კურსი გაიმეოროთ. - 2 თვეში თქვენ მოიშორებთ გამობერილ სახსარს, თუ ასეთ ნაყენს გამოიყენებთ: 5 დიდ დაფნის ფოთოლს დაასხით 100 მლ არაყი და გააჩერეთ ერთი კვირით, პერიოდულად ანჯღრიეთ.
გაახურეთ ფეხი ცხელ სოდიან წყალში(1 ს.კ. სოდა 3 ლ წყალზე) და ძვალზე დაიდეთ კომპრესი - ზემოხსენებულ ნაყენში ამოვლებული მარლა. დაიძინეთ წინდებში. - დანაყეთ 5 აბი ასპირინი და გახსენით 10 მლ იოდში. შეიზილეთ მიღებული ნაზავი სახსარზე. იგი კარგად მოქმედებს ნებისმიერ სახსარზე: მუხლის, იდაყვის, კოჭის..
- ასევე, ანთებასა და ტკივილს მოგიხსნით იოდის ბადეებიც. 30 დღის მანძილზე დაიხატეთ იგი ძილის წინ, ფეხების გახურების შემდეგ.
- იოდისა და ლიმონის წვენის 1:1 პროპორციით შერევით, სახსრის მკურნალის გარდა, თქვენ მიიღებთ პლანტარული ფასციტის წამალსაც.