1,5 მეტრის მრავალწლიანი, სწორმდგომი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები კენტფრთართულია. ყვავილები ყლორტების კენწეროებზე ქოლგისებრ ყვავილედისებურადაა შეკრებილი. ყვავილობს მაისიდან სექტემბრის ჩათვლით და ნაყოფი მწიფდება სხვადასხვა დროს ყვავილობისდა მიხედვით. ნაყოფი შავია, მღებავი თვისებებით. გავრცელებულია ღობის ძირებში, ტყის პირებში, ხშირად მთლიან კორომებსაც ქმნის.
სამკურნალოდ გამოიყენება: ფესვი, ნაყოფი, ფოთოლი. ფესვის შეგროვება იწყება დაღმავალი მთვარის ფაზაში, ნაყოფი - სავსე მთვარის ფაზაში.
ფოთლის შეგროვება ხდება აღმავალი მთვარის ფაზაში, ნაყოფი - სავსე მთვარის ფაზაში.
ფოთლის შეგროვება ხდება აღმავალი მთვარის ფაზაში.
მცენარე შეიცავს მწარე, მღებავ და მთრთილავ ნივთიერებებს, ვალერიანის, ვაშლის და ღვინის მჟავებს, ვიტამინ C-ს, შაქარს, ეთერზეთებს და სხვა.
ტრადიციული მედიცინა იყენებს: ზემო სასუნთქი გზების კატარის, ტუბერკულოზის, ანემიის, რევმატიზმის, პოდაგრის, მსხვილი ნაწლავის ანთების, შარდვის გაძნელების დროს.
ნაყენს ამზადებენ ასე:
2 სუფრის კოვზ მშრალ დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ 300 გ ოთახის ტემპერატურის მქონე ანადუღარ წყალს, წამოადუღებენ 7-8 წუთს, აცივებენ და წურავენ 3 ფენა მარლაში.
მიღება: 1 ჭიქა სამჯერ დღეში ჭამის წინ.
უკუჩვენება: შხამიანია, მისი ორგანოების ნედლად მიღება არ შეიძლება.
წამლის მიღება შეიძლება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.