» » » ხალხური მედიცინა ოროვანდს ეფექტურად იყენებს: თირკმელების ანთების, დერმატიტის, ფურუნკულებისა და ძნელად შესახორცებელი ჭრილობების სამკურნალოდ

ხალხური მედიცინა ოროვანდს ეფექტურად იყენებს: თირკმელების ანთების, დერმატიტის, ფურუნკულებისა და ძნელად შესახორცებელი ჭრილობების სამკურნალოდ

მოხევეები ფათარის ეძახიან, ქართლში, კახეთში, მთულეთში, ფშავში და თუშეთში - ძირხვენას, ბორხვენას, მესხეთში - ღალაღუნტას, ხევსურეთში - დილხვენას, სულხანსაბა დელხვინად მოიხსენიებს. ლეჩხუმში, ქვემო რაჭაში, ზემო იმერეთში ღელეღუნტას ეძახიან, რაჭაში - ღორიფუშას, გურიაში - ოლაღუას, სამეგრელოში - უჩა-ტყას, სვანეთში - ყვალმანჩს.
ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მისი ფოთლები მიწის პირიდანვე საკმაოდ გრძელი, მსხვილი, ღარიანი ყუნწებითაა ბუჩქნარად ამოსული. ფოთოლი საკმაოდ დიდი, ფართოა, სიმაღლით 100-150 სმ-ს აღწევს. ყვავილს სწორმდგომ ღეროზე ივითარებს, წებოვანია და ხორკლიანი, ადვილად ეკრობა ცხოველებს და ადამიანებს (ტანსაცმელზე). გავრცელებულია გზისპირებზე, ბაღბოსტნებში, ტყის ნაპირებში, საურმეებზე და სხვაგან.

სამკურნალოდ გამოყენება ფესვი და ფოთოლი.
ფესვი გროვდება შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე დაღმავალი მთვარის ფაზაში.
ფოთოლი გროვდება ყვავილობის წინა პერიოდში აღმავალი მთვარის ფაზაში.
მცენარის ფესვი შეიცავს ცხიმოვან და ეთეროვან ზეთებს, ინსულინს, ცილებს, ლაბს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას.

ტრადიციული მედიცინა სამკურნალოდ იყენებს თირკმელების ანთების, ნაღვლისა და შარდკენჭოვანი დაავდების გასტრიტების, კუჭის ეროზიის, კოლიტის, კანის ქავილის, ეგზემის, დერმატიტის, ფურუნკულებისა და ძნელად შესახორცებელი ჭრილობებისათვის.

დამზადების წესი: 1 ს/კოვზ მშრალად დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალს, აჩერებენ 30 წუთს და შემდეგ წურავენ.

მიღება: 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე თბილი სახით. მისი შენახვა შეიძლება ორ დღეს გრილ ადგილას.
საფენებისა და კომპრესების სახით გამოიყენება გარეგანად.
უკუჩვენება: არ გააჩნია.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.