მათ ფოტოებს, დაყენებულ კუნთებზე აქცენტით, საკმაოდ ხშირად ვხვდებით სოციალურ ქსელებში. თუმცა, სწორია თუ არა მათი წარმოდგენები ცხოვრების ჯანსაღ წესზე? მეან-გინეკოლოგები სხვაგვარად ფიქრობენ..
სპორტის ზიანი ქალის ორგანიზმზე
- პრესის კუბიკები მუცელზე
კუნთოვანი კორსეტი, რომელიც ამ მდგომარეობამდეა მიყვანილი, არამხოლოდ იჭერს ადგილზე შინაგან ორგანოებს, არამედ ჭიმავს მათ და ხელს უშლის პროდუქტიულ ფუნქციონირებაში. ადრე ტყუილად ხომ არ ამბობდნენ: "ქალის მუცელი რბილი უნდა იყოს", "ქალის ფსიქიკა მის მუცელშია". ბევრ კულტურაში ამ ზონის მასაჟი მიმართულია იმისკენ, რომ მოადუნოს ქსოვილები და მოუშვას ქსოვილოვანი დაჭიმულობა.
რა თქმა უნდა, საუბარი არაა იმაზე, რომ ლამაზი მუცელი ცხიმების ფენებით ჩაანაცვლოთ. ვისცერალური ცხიმებიც ნეგატიურად მოქმედებს ორგანოების ფუნქციონირებაზე.
მათ, ვინც ბავშვის ყოლას აპირებს, უნდა იცოდეს, რომ მძიმე სავარჯიშოების ჭარბი შესრულება, ბუქნები და "პლანკები" მუცლის კუნთების კედლებს ამოკლებს. ფეხმძიმობის დროს, იმის ნაცვლად, რომ მუცელი გაიწელოს და ბავშვისთვის ერთგვარ ჰამაკად იქცეს, კუნთები უბრალოდ იშლება. - დაკუნთული დუნდულები
პრესის კუბიკებთან ერთად იდეალურია მრგვალი, ფუმფულა საჯდომი. ასეთი შედეგი რეგულარული სავარჯიშოების ხარჯზე ხდება, რომლებსაც თან ახლავს მძიმე წონით ვარჯიშიც. მსგავსი სავარჯიშოების შესრულებით, გოგონების უმრავლესობა არ ფიქრობს იმაზე, თუ რაოდენ ზიანს აყენებს თავის ორგანიზმს.
ყველა ჩვენგანს განსაკუთრებული კუნთი გვაქვს - მენჯის დიაფრაგმა. მამაკაცებში იგი ჩაკეტილი და შეკუმშულია, ქალებში კი საშვილოსნოს ყელთან ფართოვდება. ამ განსაკუთრებულობის გამო ქალბატონების სხეული არაა მოწყობილი სიმძიმეების აწევისთვის.
საწყალი ქალბატონები, რომლებიც ტყეებს ჩეხავდნენ და მძიმე ტომრებს ათრევდნენ ომების დროს, არც ისე იშვიათად იტანჯებოდნენ ვაგინადან ორგანოების გამოვარდნით. აი დღეს კი მძიმე ბლინების თრევა მოდაშიც კია. მხოლოდ ჯანმრთელობის საკითხი ამ ქალბატონებში ნამდვილად საეჭვოა, ვინაიდან, დროთა განმავლობაში, ინტიმური კუნთები ძლიერ დუნდება. - კუნთების გამოშრობა
გოგონების უმრავლესობა თვლის, რომ ცხიმოვანი ფენები იდეალურ სხეულში საერთოდ არ უნდა იყოს. ამიტომ მიდიან სრულ დატვირთვაზე: კარდიო, ინტერვალური სავარჯიშოები, გამოსაშრობი დიეტები.. ამასთან, ხშირად, ასეთ ქალბატონებს აღენიშნებათ მენსტრუაციის დარღვევები ან შეწყდომაც კი.
ყველასთვის ცნობილი როდია, რომ სწორედ ცხიმოვანი ფენებია შესანიშნავი პლაცდარმი ტესტოსტერონის ესტროგენად გარდასაქმნელად ( მამაკაცური ჰორმონების - ქალურში). ამ ტრანსფორმაციის გარეშე ქალბატონები იკლებენ ქალურ ჰორმონებს: აქედან მოდის თმისა და კანის პრობლემები.