კაროლინა ჰარტცი - ავსტრალიელი, რომლის ცხოვრების სტილიც მთელ მსოფლიოში ბევრი ქალისთვის მაგალითი გახდა. ყველაფერი დაიწყო სურათით, რომელიც ჰარტცმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი საყვარელი ქალი, მაგრამ მისი ასაკის გაგების შემდეგ... ამ სურათზე 70 წლის სამი შვილის დედა არის გამოსახული. წარმოუდგენელია!
კაროლინამ ახალგაზრდობის შენარჩუნების საიდუმლო გაგვიზიარა, რომელთაც შორის ყველაზე მთავარია შაქარზე უარის თქმა. უკვე 30 წელია ქალი ამ პროდუქტის მიღებაზე ზღუდავს. როგორც აღმოჩნდა, რთული სულაც არაა.
კაროლინა ჰარტცის ცხოვრების სტილი
41 წლის ასაკში ექიმმა მას წინა დიაბეტური დიაგნოზი დაუსვა. მოულოდნელმა ამბავმა ააფორიაქა და მოქმედება გადაწყვიტა. ტკბილეულის მოყვარულს შაქარზე დამოკიდებულების მოშორება გაუჭირდა, მაგრამ მან მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვა.
რაფინირებული შაქრის ნაცვლად ის კსილიტს - ბუნებრივ შაქარს იყენებს, რომელიც სოფლის მეურნეობის გარკვეული სახის ხის და მცენარეული ნარჩენებისგან მზადდება.
წებოვანის შეუწყნარებლობის გამო, მას ხორბლის ფქვილზეც უარის თქმა მოუწია, ასევე ზოგიერთი სახის მარცვლეულზე, მათ შორის ქერი და შვრია.
კაროლინა სპორტზე გიჟდება! ასაკის მიუხედავად, ის კალათბურთის, ჩოგბურთის და ფრენბურთის ვარჯიშებს აქტიურად ესწრება.
კაროლინა გირჩევთ, გადაძღომამდე არ ჭამოთ. ის თვლის, რომ საჭმლის მიმართ გადაჭარბებული მგრძნობელობის გადალახვა შეიძლება, თუ თითოეული ლუკმით ტკბობას ვისწავლით, გემოს ჩავატანთ და არა უაზროდ კუჭს ავავსებთ.
მას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ძილის მიმართ. ცდილობს დღეში მინიმუმ 8 საათი დაიძინოს, ასევე მედიტაციას მისდევს.
დამეთანხმეთ, უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ასეთი ადამიანები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ. ვიმედოვნებთ, რომ კაროლინას ისტორია პირველი ნაბიჯის გადადგმაში დაგეხმარებათ, რომ ცხოვრების ახალი ხარისხისკენ ნაბიჯი გადადგა.