თუ მწვავე ანთება არ განიკურნა, გადადის ქრონიკულ ფორმაში. მკურნალობა უნდა ჩაატაროს ექიმმა. ხალხური მედიცინა კი შემდეგს გირჩევთ:
საკვერცხეების ანთების დროს: - მიიღეთ დინდგელის სპირტიანი ხსნარი დღეში 3-ჯერ 20 წვეთი წყალთან ერთად ჭამის წინ30 წუთით ადრე.
დინდგელის სპირტიანი (20-30%) ხსნარი ასე დაამზადეთ:
100 გრამი წვრილად დანამცეცებული დინდგელი ჩაყარეთ მინის ქილაში და თანდათანობით დაუმატეთ 1/2 ლიტრი 96%-იანი სამედიცინო სპირტი. ანჯღრიეთ 20 წუთის განმავლობაში. შეინახეთ ბნელ ადგილას. ეს ნარევი დღეში რამდენჯერმე შენაჯღრიეთ ხოლმე. 5 დღის შემდეგ გაფილტრეთ დოლბანდში. ამ ხსნარს თუ ბნელ ადგილას შეინახავთ, წლობით არ გაფუჭდება. ეს წამალი მიიღეთ 20 დღის განმავლობაში. 2 კვირის შესვენების შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ.
კისტის დრო
1 კგ ალოე გარეცხეთ, გააშრეთ, ეკლები მოაჭერით, წვრილად დაჭერით, დაჭყლიტეთ და ჩაყარეთ მინის ჭურჭელში. დააყარეთ 1 კგ შაქარი. შედგით მაცივარში 6 დღე-ღამის განმავლობაში. დღეში 3-ჯერ მოურიეთ ხოლმე. 6 დღის შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ყოველ დილას უზმოზე 2 საათით ადრე ჭამამდე. ეს წამალი კარგია ცხიმგროვების დროსაც.
საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს
კარგი საშუალებაა ქაცვის ზეთში დასველებული ტამპონების გამოყენება დღეში ერთხელ. შედეგი იქნება 8-12 ტამპონის შემდეგ.
ქაცვის ზეთი შეგიძლიათ ასე დაამზადოთ:
ქაცვის ნაყოფს გაწურავთ და მიღებულ წვენს ბნელ და გრილ ადგილზე დადგამთ. რამდენიმე ხნის შემდეგ ზეთი სითხის ზედაპირზე დაგროვდება. მას მოხდით და გამოიყენება სამკურნალოდ. ამ ხერხით მიღებული ზეთი საუკეთესო ხარისხისაა.
დარჩენილი ჩენჩო დაჭერით და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი. დადგით ბნელ ადგილზე 2 კვირის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ. ეს ზეთი შედარებით დაბალი ხარისხისაა.