სურო მცოცავი (ლიანა), მარადმწვანე მცენარეა. ახალგაზრდა ტოტები შებუსვილია, ხანდაზმული კი შიშველი, ფოთლები გრძელყუნწიანი ტყავისებრია. იგი მიწაზეა გართხმული ან მცენარეზეა ასული და დამატებითი ფესვებით მასზე საიმედოდ ეყრდნობა. ყვავილობს გვიან გაზაფხულზე, თითქმის სექტემბრამდე. ნაყოფი შემოდგომით გვიან მწიფდება, ჩრდილის კარგი ამტანია, ამიტომ ტყეებში კარგად მრავლდება, გავრცელებულია იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარაში, კახეთში, ქართლსა და თიალეთში.
სამკურნალოდ გამოიყენება: ფოთოლი და ქერქი.
ფოთოლი უნდა შეგროვდეს აღმავალი მთვარის ფაზაში, ხოლო ფესვი დაღმავალი მთვარის ფაზაში.
სუროს ფოთლები შეიცავს ნახშირწყლებს, ეთერზეთებს, სტეროიდებს, B ჯგუფის ვიტამინებს და სხვა.
ქერქში ბევრია მინერალური მარილები და ვიტამინები.
ტრადიციული მედიცინა სამკურნალოდ იყენებს მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, გახანგრძლივებული ხველის, ფილტვების ანთების, გასტრიტის, კოლიტის, ენტეროკოლიტის, ფურუნკულოზის, სტრეპტოკოკებით გამოწვეული კანის დაავადების, თავის თმიანი ნაწილის მიკოზების დროს.
მომზადების წესი:
1 სუფრის კოვზ მშრალ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალს გააჩერეთ 30 წთ. გადაწურეთ.
მიღება: 1 სუფრის კოვზით 2-3-ჯერ დღეში.
უკუჩვენება: მცენარე ძლიერ შხამიანია, განსაკუთრებით ნაყოფი, ამიტომ მისი გამოყენებისას უნდა დავიცვათ სიფრთხილე.