შინდი მრავალწლიანი ბუჩქია, თუმცა ზოგან 8 მ სიმაღლის ხესაც ვხვდებით, ნაცრისფერ - მომწვანო ტოტები აქვს, რომელზედაც განლაგებულია ლანცეტა, კიდემთლიანი ფოთოლი. ყვავილობს ადრე გაზაფხულზე, მარტში, გაფოთვლამდე, აქვს ყვითელი ფერის ლამაზი პატარა ყვავილები, ნაყოფი კურკოვანია, მოწითალო, მწკლარტეა, მაგრამ დამწიფებული იღებს მომჟავო - მოტკბო გემოს; ნაყოფი მწიფდება აგვისტო- სექტემბერში, მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად, ცოცხლობს 250 წელიწადს, გავრცელებულია როგორც ბარში, ისე მთაში ზღვის დონიდან 1500 მეტრამდე.
სამკურნალოდ გამოიყენება ნაყოფი, ქერქი და ფოთოლი.
ნაყოფი უნდა შეგროვდეს დამწიფებული, სავსე მთვარის ფაზაში, ქერქისა და ფოთლის შეგროვება ხდება აღმავალი მთვარის ფაზაში.
ნაყოფი შეიცავს ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, პექტინებს, მთრიმლავ და მღებავ ნივთიერებებს, ეთერზეთებს, C და P ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს - K , Ca, Mg, P, Fe.
ტრადიციული მედიცინა იყენებს: ღვიძლისა და თირკმელების დაავადების, სისხლნაკლებობის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესების, ფაღარათის, შაქრიანი დიაბეტის, გრიპის, ანგინის დროს.
ნაყენს ამზადებენ ასე:
1 ს/კოვზ მშრალად დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალს. გააჩერეთ ნახევარი საათი და შემდეგ გადაწურეთ.
მიღება: 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.
უკუჩვენება: კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობა.
შინდის ფოთლის გამონაწური წვენი კარგია ცრემლდენის დროს.