» » » თავი გტკივა? - უმკურნალე ოსტეოქონდროზს...

თავი გტკივა? - უმკურნალე ოსტეოქონდროზს...

ხშირად მაწუხებს თავის ტკივილი. ჩავიტარე მთელი რიგი გამოკვლევები და ოსტეოქონდროზის გარდა ყველაფერი ვერაფერი დამიდგინეს. დილაობით განსაკუთრებით მტკივა თავი. ვცადე სხვადასხვანაირი ბალიშების გამოყენება, მაგრამ ჩემთვის იდეალური მაინც ვერ შევარჩიე. მირჩიეს სხვადასხვანაირი ბალახების გამოყენება. ძირითადად 3 ბალახისგან დამზადებულ საშუალებებს ვღებულობდი:

  1. პიტნის ნაყენი - 20 წვ 3-ჯერ დღეში, ან მისივე წყლიანი ნაყენი - 1/3 ჭ 3-4-ჯერ დღეში. შეიძლება მონაცვლეობით მივიღოთ ბარამბოს ნაყენი - 0,5 ჭ 4-ჯერ დღეში.

  2. გველის სუროს ნაყენი - 10 წვ 2-ჯერ დღეში ან ნახარში (1ს/კ 1 ჭ წყალზე) - 1/4 ჭ 4-ჯერ დღეში.

  3. წაბლის ნაყენი - 10 წვ ძილის წინ.

    ასეთმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო - გაცილებით ნაკლებად მაქვს თავის ტკივილი.

სპეციალისტის კომენტარი:

გველის სუროს შესახებ უკვე ვისაუბრეთ. ის ასევე ეფექტურია ოსტეოქონდროზით გამოწვეული თავის ტკივილისა.
პიტნა, ბარამბო და წაბლი აწესრიგებს მიკროცირკულაციას არა მარტო თავის ტვინის სისხლძარღვებში, არამედ მალთაშუა არტერიებსა და ვენებშიც.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.