» » » კამის ნაყენი - მრავალი დაავადების მკურნალი!

კამის ნაყენი - მრავალი დაავადების მკურნალი!

იმერეთში და ქიზიყში ცერეცოს ეძახიან, გურიაში - კლიავს, კვლიავს, საინგილოში - ტარახუტს, სამეგრელოში - ცერეცოს, ძეროს.
1-2 მ-მდე სიმაღლის ბალახოვან-ბუჩქნარი მრვალწლიანი მცენარეა. ხასიათდება ფრთაგანკვეთილი ფოთლებით, რომლებიც მიმდევრობითაა განლაგებული ღეროზე. ივითარებს პატარა ყვითელ ყვავილებს, რომლებიც შეკრებილია რთულ ქოლგათა ყვავილედში, თვით მცენარე და თესლი გამოირჩევა არომატული გემოთი და სურნელით. კამა საბოსტნე კულტურაა, მაგრამ გვხვდება ველური ფორმებიც.

სამკურნალოდ გამოიყენება მთლიანად მცენარე და ცალ-ცალკე - ღერო, ფოთოლი, ყვავილედი, ნაყოფი.
მცენარის შეგროვება ხდება იმის მიხედვით, თუ რომელი ნაწილის გამოყენებაა საჭირო. თუ ღერო, ფოთოლი და ყვავილედი გვინდა, ვაგროვებთ როცა ყვავილედი გაშლილია და მცენარეც მწვანეა, აღმავალი მთვარის ფაზაში, თესლს - როცა მომწიფებულია, სავსე მთვარის ფაზაში.
მცენარე შეიცავს ეთერზეთებს, ვიტამინ C, B, B2 , ნიკოტინს და ფოლის მჟავას, ფლავონოიდებს, Ca, K, Fe, P-ის მარილებს და სხვა.

ტრადიციული მედიცინა იყენებს პიელონეფრიტის, შარდკენჭოვანი დაავადების, გაცივების, ზემო სასუნთქი გზები ანთებითი პროცესების, უძილობის, მუცლის შებერილობის და კანის ჩირქოვანი დაავადების დროს.

ამზადებენ ნაყენს:
3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 1 ჭიქა ცხელ წყალს, აცივებენ, წურავენ 3 ფენა მარლაში.

მიღება: 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე.
უკუჩვენება: ორსულობა.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.