» » » კონიუნქტივიტის სამკურნალოდ მოხუცმა მეზობელმა ქალმა გვირილას ნახარში მირჩია, მას შემდეგ ხშირად ვიყენებ ხალხურ რეცეპტებს

კონიუნქტივიტის სამკურნალოდ მოხუცმა მეზობელმა ქალმა გვირილას ნახარში მირჩია, მას შემდეგ ხშირად ვიყენებ ხალხურ რეცეპტებს

ვისაც კონიუნქტივიტი ჰქონია, იმან კარგად იცის თუ რა ტანჯვას განიცდის ადამიანი. როგორც კი დამეწყებოდა დაავადება, მაშინვე ვიწყებდი ანტიბიოტიკების გამოყენებას. მოხუცმა მეზობელმა ქალმა გვირილას ნახარში მირჩია: 1 ს/კ გვირილას ყვავილს დავუმატოთ 300 მლ მდუღარე წყალი, დავახუროთ თავზე, გავაჩეროთ 5 წთ. შემდეგ გავწუროთ და თბილი გამოვიყენოთ კომპრესისთვის და გამოსარეცხად.
ამის შემდეგ ნებისმიერი დაავადებების დროს ხშირად ვიყენებ ხალხური მედიცინის რეცეპტებს.

უტყუარი რეცეპტები:
  • ჩვეულებრივი სელიჭას ნაყენი: 1 ს/კ სელიჭას დაქუცმაცებულ ბალახს დავასხათ 1 ჭ მდუღარე წყალი, დავაყენოთ 10 წთ, გავწუროთ დოლბანდში. მივიღოთ 1 ს/კ დღეში 3-4-ჯერ 30 წთ-ით ადრე ჭამამდე. ამავე ნაყენით გამოვირეცხოთ თვალები და გავიკეთოთ კომპრესი.

  • კამის ნახარშის საფენები: 1 ს/კ კამას დავასხათ 1 ჭ წყალი, ვადუღოთ წყლის აბაზანაზე 1-2 წთ, დავაყენოთ 5 წთ და გავიკეთოთ თბილი საფენები. ნახარში კარგია აგრეთვე ქუთუთოების შეშუპებისას.

  • შოთხვის ნაყოფის ნაყენი: 1 ს/კ შოთხვის ნაყოფს დავასხათ 200 მლ მდუღარე წყალი, დავაყენოთ 1 სთ, შემდეგ გავწუროთ. გამოვიყენოთ თვალების გამოსარეცხად კონიუნქტივიტის დროს - 2-3-ჯერ დღეში.

  • ტუხტის ძირების ნაყენი: 3 ს/კ ძირები გავრეცხოთ, გავაშროთ, დავაქუცმაცოთ და დავასხათ ანადუღარი წყალი, დავაყენოთ თვალების გამოსარეცხად და კომპრესისთვის.

  • თვალების გამორეცხვა მწვანე ჩაით:შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ახალი დაყენებული ჩაი, ისე პაკეტის.

სპეციალისტის კომენტარი:
სააფთიაქო გვირილა შეიცავს ნიკოტინის, სალიცილის, ასკორბინის მჟავას, ფიტოსტერინს, ქოლინს, ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს. აქედან გამომდინარე, გვირილას აქვს ანთების საწინააღმდეგო, შემახორცებელი და ქსოვილების რეგენერაციის ეფექტი. გვირილა-ბაქტერიული კონიუნქტივის დროს დაჩირქების საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.