კატარაქტის პროფილაქტიკასა და კომპლექსურ მკურნალობაში წარმატებით გამოიყენება კორდისკბილას და მედგარის ბალახი, მოცვის და ასკილის ნაყოფი, ხავერდას ყვავილი.
თუ კატარაქტის განვითარება არ შეჩერდა, ამას სიბრმავე მოყვება და მაშინ აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.
შორსმხედველობა, რომელიც 40-45 წლის ასაკიდან იწყება, დაკავშირებულია ე.წ. პრებიოპიის პროგრესირებასთან, ან აკომოდაციის ასაკობრივ შესუსტებასთან - ბროლში განვითარებული სკლეროზული მოვლენების გამო ის ვეღარ ღებულობს მაქსიმალურად ამობურცულ ფორმას და ამცირებს ბროლის გარდატეხვის ძალას. ამის შედეგად ახლოს ხედვა უარესდება.
კორდისკბილა - ბალახი თვალებისათვის
ბუნებაში ყველა დაავადების წინააღმდეგ არსებობს წამალი. ხალხური მედიცინა დიდი ხანია იყენებს კორდისკბილას, როგორც თვალებისათვის საუკეთესო საშუალებას.
მეც ძალიან დამეხმარა ეს ბალახი ისეთი დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა კატარაქტა.
კორდისკბილა თვითონვე შევაგროვე და დავიწყე ნაყენის მომზადება: 3 ჩ/კ ბალახს დავასხათ 2 ჭ მდუღარე წყალი, დავაყენოთ 30 წთ, გავწუროთ სამფენა დოლბანდში, ადუღებული წყლით შევავსოთ პირვანდელ მოცულობამდე, შევურიოთ ნახევარი მოცულობის თაფლი და ჩავიწვეთო დაზიანებულ თვალში - 2 წვ დღეში 2-ჯერ.
შეიძლება ასეთი რეცეპტიც გამოვიყენოთ: 50 გრ მშრალ ბალახს დავასხათ 1 ლ მდუღარე წყალი, დავაყენოთ 2 სთ და დავლიოთ 1/2 ჭ დღეში 3-ჯერ. ამავე ნაყენით გამოვირეცხოთ თვალი ბროლის შემღვრევისას. ყოველი 1 თვიანი მკურნალობის შემდეგ 10 დღე შევისვენოთ.
ასე მოვირჩინე კატარაქტა და თქვენც იგივეს გირჩევთ.
სპეციალისტის კომენტარი:
კორდისკბილა თვალის თითქმის ყველა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. ის საუკეთესო საშუალებაა კატარაქტის დროსაც.