მრავალი - წელი ცდილობდნენ მკვლევარნი და ახლაც ცდილობენ იპოვონ, გამოჰყონ და ამოიცნონ უსაზღვროდ მცირე, მოუხელთებელი "მიკრობი", რომელსაც ჩვენი ჩვეულებრივი გაცივება შეიძლებოდა დაბრალებოდა.
სადღაც, 1920 წელს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ გაცივების გამომწვევი "მიკრობი აღმოაჩინეს", მაგრამ ეს მიკრობი მეტისმეტად მცირე ზომის და მოძრავია, რის გამოც იმ დროს არსებული უმძლავრესი მიკროსკოპით მისი დანახვა და "დაჭერა" შეუძლებელი იყო. მაგრამ აღმოაჩინეს კი მათ ასეთი "მიკრობი"?!
ტექნიკის განვითარების კვალდაკვალ ელექტრონულმა მიკროსკოპიამ ისეთი დიდი ნაბიჯები გადადგა წინ, რომ ახლა ყველაფერი უხილავი ათას და ასიათასჯერაც კი შეიძლება გადიდდეს. მეცნიერები დღემდე იქცევენ თავს იმ აზრით, რომ ამ "მიკრობის" აღმოჩენა შესაძლებელია, მაგრამ, ის კი ფაქტია, რომ ყველა გამოკვლევისა და ჩატარებული ცდით თუ ვიმსჯელებთ, ასეთი "მიკრობი" არ აღმოჩენილა და კონტროლზე არ აყვანილა.
დაწყებული 1946 წლიდან, ზოგიერთმა ინგლისელმა მეცნიერმა დაიწყო ნადირობა (თქვენ კი მოგეხსენებათ, ინგლისელებს, როგორც მონადირეებს, სახელი აქვთ განთქმული!) - გაცივების მიკრობზე ანუ ვირუსზე, როგორ ჩვეულებრივი გაცივების გაჩენაში დამნაშავეზე.
აქამდე, ამდენი წლის განმავლობაში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად ვერც მოინახა, ვერც "დაიშლა" ასეთი "მიკრობი". რასაკვირველია, ამ დროის მანძილზე აღმოაჩინეს ასამდე სახეობის მიკრობი, ვირუსი და ბაქტერია, მაგრამ არც ერთს არ შეეძლო გაცივების გამოწვევა. ყველა ეს მიკრობი იკვებებოდა ჩვეულებრივი გაცივების დროს გამოყოფილი ლორწოთი, ანუ ასრულებდა სწორედ იმ სამუშაოს რისთვისაც გაჩდნენ, სახელდობრ, გაცივებისას წარმოქმნილ ლორწოს ხსნიდნენ, ანზავებდნენ, შლიდნენ და სპობდნენ.
რამდენადაც ვიცი, ამ ინგლისელ "მეცნიერებს" აქვთ სამეცნიერო - კვლევითი ჰოსპიტალი, სადაც ისინი ათი დღით იწვევენ მსურველთ, უფასოდ კვებავენ მათ და დღეში ორმოცდაათ შილინგს უხდიან იმისთვის, რომ სცადონ იმ მიკრობის ანუ ვირუსის მონახვა, რომელსაც შეეძლო გაცივების გამოწვევა.
ჯერ-ჯერობით ამ დაწესებულებაში მისული რამდენიმე ადამიანიღა გაცივდა უკანასკნელი წლების მანძილზე, მაგრამ მასში დამნაშავე მიკრონი ანუ ვირუსი ჯერ-ჯერობით ვერ მოინახა.
სინამდვილეში არ არსებობს გაცივების გამომწვევი მიკრობი.
ორგანიზმში დაგროვილი ნარჩენები თუ არ გამოიყოფა, არ მოიცილება, ისინი, სავსებით ბუნებრივია, იწვევენ დუღილსა და ტემპერატურას. თუკი ასეთი დუღილი საკმაოდ მაღალ ტოქსიკურობას აღწევს, ორგანიზმი ჩვენ გვაფრთხილებს ლორწოს გამოყოფით და ამ მდგომარეობას "გაცივება" დაერქვა. მორჩა, ესაა და ეს. ჩვენ კვლავ ვრწმუნდებოდით, რომ სხეულის ამ გაფრთხილების იგნორირებას უფრო სერიოზული შედეგები მოსდევდა. ეს შედეგები იმდენად კარგადაა ცნობილი, რომ ისინი სამედიცინო ენციკლოპედიას ავსებენ.
ნურასოდეს დაადანაშაულებთ გაცივებას, უმალ ორგანიზმის დროულ გაფრთხილებას დაუმადლეთ და იზრუნეთ მასზე.
მოკლედ, გაცივება ორგანიზმის ნარჩენთა მეტისმეტად დიდი რაოდენობის დაგროვებისა და მათი არასაკმაო, ცუდი გამოყოფის შედეგია. მსხვილი ნაწლავი მთელი ამ ნარჩენის მიმღებია. ტოქსინები მთელ სხეულში მოძრაობენ და სინუსურ ფოსოებში წარმოქმნიან არაჯანსაღ ლორწოს. ორგანიზმის წიდების (ნარჩენთა) დიდი რაოდენობა ხელს უწყობს ლორწოს წარმოქნას, ამის შედეგი კი უკვე გაცივებაა.
გონიერი ადამიანი უნდა ჩაუფიქრდეს ამ ფაქტებს და გააკეთოს ის, რასაც აკეთებენ მრავალნი გაცივების პირველი ნიშნებისთანავე, სახელდობრ: უნდა გაიწმინდონ მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, ერთი ან ორი დღე იშიმშილონ და მხოლოდ წყალი და ახალი წვენები სვან. ორგანიზმის გასუფთავებისთვის ასეთი მეთოდი ძალზე ეფექტურია.
უმი მცენარეული საკვებისა და წვენების მიღება საუკეთესო საშუალებაა ორგანიზმში ნარჩენებისა და ლორწოს დაგროვების თავიდან ასაცილებლად.