სურდო, ჩახეხილი ყელი, ხველა, ცემინება,თავის ტკივილი, საერთო სისუსტე,სიცხე-სიმპტომები, რომელიც ყველასთვის კარგად ნაცნობ, გავრცელებულ დაავადებას- გაცივებას ახასიათებს. მისგან თავის დაღწევა შესაძლებელია მარტივი, ბუნებრივი საშუალებებით.
- ხველას შეგიმსუბუქებთ ფიჭვის გირჩის ინჰალაცია, ასევე, შეგიძლიათ დალით ეს ნაყენი.
- 2-3 წვეთი ანისულის ზეთი გააზავეთ ერთ კოვზ თბილ წყალში, მიიღეთ დღეში რამდენჯერმე. ეს ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ ინჰალაციისთვისაც.
- 2-3 ს/კ დაქუცმაცებულ თალგამს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და ხარშეთ 15 წთ. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ ნახარში 4-ჯერ დღეში.
- გაცივების დროს 1 ჩ/კ ვაშლის ძმარს შეურიეთ 2 ჩ/კ თაფლი. მიიღეთ 1-2 ჩ/კ ნარევი 3-4-ჯერ დღეში. სამკურნალო ეფექტის გასაძლიერებლად ამ ნარევის მიღებამდე მიიღეთ ასკილის და კუნელის ნაყოფის სუსტი ნაყენი. ყელში გამოივლეთ ვაშლის ძმრის ხსნარი.
- იასამნის ყვავილი ჩაივით დააყენეთ და მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში. შეგიძლიათ მიიღოთ იასამნის ყვავილის და კვირტის ნაყენიც: 0,5 ჩ/ჭ ყვავილს და კვირტს დაასხით 1 ჩ/ჭ სპირტი, ან არაყი, გააჩერეთ 2 კვირის განმავლობაში, მიიღეთ 20-30 წვეთი სპირტზე, ან 50 წვეთ არაყზე ნაყენი, 3-ჯერ დღეში.
- გაცივების და ხველის დროს ძილის წინ ფეხები დაიზილეთ დანაყილი ნივრით და ჩაიცვით შალის წინდები, მკერდი დაიზილეთ ნავთით და დალიეთ თაფლისა და პორტვეინის ნარევი (1:1).
- ძლიერი გაცივების და ხველის დროს მიიღეთ შემდეგი საშუალება: 20 გრ აბზინდას დაასხით 0,5ლ არაყი, გააჩერეთ არანაკლებ 24 საათისა (რაც უფრო მეტ ხანს გააჩერებთ, მით უკეთესი). მიიღეთ 1 ს/კ 3-ჯერ დღეში და ძილის წინ.
- ნახველის ამოღების გასაადვილებლად მიიღეთ წითელი მოცვის წვენისა და შაქრისგან მომზადებული სიროფი. მიიღეთ 1 ს/კ. სიროფი ერთ ჯერზე. ამ საშუალებით მკურნალობის დროს წყლის, ან ჩაის, ნაცვლად დალიეთ მარწყვის ნახარში.