ტანდაბალა, 2-5 მ-მდე ეკლოვანი ბუჩქია. ზოგჯერ პატარა ხედაც გვხვდება. ყვავილობს მაისში. გავცელებულია ტყის პირებში, იშვიათად მინდვრად. ივითარებს მუქ-მწვანე ფოთლებს, ყვავილი თეთრია და ზის რამდენიმე (4-5) ფოთლის შუა.
სამკურნალოდ გამოიყენება ქერქი, ფოთოლი ნაყოფი.
ქერქის შეგროვება ხდება დაღმავალი, ფოთლის - აღმავალი, ნაყოფის - სავსე მთვარის ფაზაში. ფოთოლი იკრიფება ყვავილობის დროს.
ფოთოლი შეიცავს ნახშირწყლებს, ფენოლკარბილმჟავებს, ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს.
ტრადიციული მედიცინა იყენებს ავთვისებიანი სიმსივნეების, დიზენტერიის, თირკმლის დაავადების და ჰემორიის დროს.
ნაყენს ამზადებენ ასეთნაირად:
1 სუფრის კოვზ მშრალად დაქუცმაცებულ ფოთოლს ყრიან თერმოსში, ასამენ 1 ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 8-10 საათს, წურავენ.
მიღება: 2 სუფრის კოვზი, ყოველ 2 საათში ფაღარათისა და სისხლის დენის დროს.
უკუჩვენება: კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობაა.