» » » არავის აქვს ისეთი საშინელი თმა, როგორიც მე, პირდაპირ სასჯელი! მხოლოდ ერთი ნიღაბი მშველის

არავის აქვს ისეთი საშინელი თმა, როგორიც მე, პირდაპირ სასჯელი! მხოლოდ ერთი ნიღაბი მშველის

ჯერ კიდევ უნივერსიტეტის პირველ კურსზე შევიღებე თმა, მინდოდა, ქერა ვყოფილიყავი. შემდეგ ღია-წითელი ფერის თმა მქონდა, როგორც დედაჩემს, ამის სემდეგ კი შეყვარებულს დავშორდი, გრძელი თმა დავიმოკლე და შოკოლადისფრად შევიღებე. შემდეგ შოკოლადიდან ისევ წითელი, მერე ისევ ქერა...

ცვლილებების სურვილი ქალბატონებისთვის სავსებით ნორმალურია, თუმცა ჩვენს თმას არ დაუმსახურებია ასეთი საშინელი ზემოქმედება მავნე საღებავებისა. დროთა განმავლობაში, თმა აღარ გვემორჩილება, კარგავს სიცოცხლესა და მოცულობას..
ეს იმას არ ნიშნავს, რომ თმის შეღებვა არ შეიძლება. უბრალოდ, არ დაგავიწყდეთ, რომ შეღებვით დაზიანებული თმა განსაკუთრებულ მოვლასა და ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ მათ აღდგენასა და შენარჩუნებაზე მუდმივად უნდა იზრუნოთ.

საშინაო ნიღბები თმის აღსადგენად
მე დიდხანს ვეძებდი ჩემი თმისთვის შესაბამის მოვლას და ბოლოს და ბოლოს ვიპოვე კიდევაც. ჩემმა სტილისტმა მირჩია ეს ნიღაბი, რომელსაც "სასწრაფო დახმარებას" ვუწოდებ. იგი საკმაოდ მარტივად მზადდება, ინგრედიენტებიც იაფია. ამასთან, შედეგი პირველივე გამოყენების შემდეგ შესამჩნევია.

რჩევების რედაქცია გაგიზიარებთ სუპერეფექტურ რეცეპტს ვიტამინური ნიღბისა თმებისთვის. ამ საშუალების დამსახურებით, მე არაერთხელ ვისხენი საკუთარი თმა ექსპერიმენტების უხეში შედეგებისგან.



თმის ნიღაბი ვიტამინებით
ინგრედიენტები
  • 10-15 მლ ვიტამინი А
  • 10-15 მლ ვიტამინი Е
  • 80-100 გ თმის ბალზამი
  • 1 კვერცხი


მომზადება და გამოყენება
  1. დაყავით ცილა და გული. ცილა გადადეთ და სურვილისამებრ გამოიყენეთ სხვა დანიშნულებით. ამ ნიღბისთვის მხოლოდ გული გჭირდებათ.


  2. მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ კვერცხის გული, ბალზამი და ვიტამინები.


  3. მოურიეთ ძალიან კარგად.


  4. დაიბანეთ თავი, გაიმშრალეთ პირსახოცით და შემდეგ წაისვით ნიღაბი, გაინაწილეთ ძირიდან ბოლოებამდე. დაიხურეთ შხაპის ქუდი, ასევე, პირველი 30 წუთი შეიხვიეთ თავი პირსახოცით.
    ნიღაბი გაიჩერეთ 1-3 საათით.


  5. დროის გასვლის შემდეგ დაიბანეთ თავი. უმჯობესია, თუ თმას ფენით კი არა, ბუნებრივად გაიშრობთ. ნიღბის პირველი გამოყენების შემდეგ შეამჩნევთ, თუ როგორ გამოცოცხლდება და იბზინებს თქვენი თმა.

თქვენ გაქვთ განსაკუთრებული საშუალება თმის მოვლისთვის? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.