» » » როგორ შევიღებოთ თმა უძველესი ბუნებრივი საღებავით, ინით...

როგორ შევიღებოთ თმა უძველესი ბუნებრივი საღებავით, ინით...

ინა თმის ბუნებრივი საღებავია, რომელსაც ადამიანი ათასობით წელია იყენებს. მას შეუძლია თმა გამოაშროს, ამიტომ თუ მშრალი თმა გაქვთ, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ნებისმიერი საბაზისო ზეთი და თბილი რძე. მიჰყევით შეფუთვაზე მითითებულ ინსტრუქციას საღებავის შესაქმნელად და გამოიყენეთ ცხელი ზეთით თმის მოვლამდე ან ბანანის ნიღბის გაკეთებამდე. პირველ გამოყენებამდე შეიძლება სასინჯოდ შეღებოთ თქვენივე მოჭრილი თმა.

ერთი გამოყენებისთვის დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები:
მოკლე თმისთვის
25 გ ინა მხრებამდე სიგრძის თმისთვის
საშუალო სიგრძის თმისთვის
50 გ ინა
გრძელი თმისთვის
75 გ ინა

მომზადების წესი:
თმის სიგრძის მიხედვით იმ რაოდენობის ინის ფხვნილით, რაც საჭიროა და მოათავსეთ თასზე. გააცხელეთ შეფუთვაზე მითითებული რაოდენობის წყალი ქვაბში.
დაასხით ცხელი წყალი ფხვნილს და ხელთათმანიანი ხელებით კარგად აურიეთ, რომ მიიღოთ პასტა. გამოიყენეთ მაშინვე.

გამოყენების წესი:
რეზინის ხელთათმანიანი ხელებით შეიზილეთ ინის პასტა თმაში და დაიმასაჟეთ თავის კანი. გაიჩერეთ 30-40 წთ. უფრო ინტენსიური ფერი რომ მიიღოთ, შემოიხვიეთ თმაზე პირსახოცი და გაიჩერეთ 1-4 საათი ან მთელი ღამე. ინამ შეიძლება ოდნავ გამოაშროს თმა, მაგრამ მისი გამოყენება უსაფრთხოა, მრავალი წელია დამტკიცებულია.

ინით შეღებვა
ინას ათასი წელია იყენებენ ქალები თმის, ფრჩხილების, ხელისგულებისა და ფეხისგულების შესაღებად. ინა პატარა, ლამაზი ბუჩქია ღია მწვანე ფოთლებით, როლებსაც აშრობენ და აქუცმაცებენ. პასტის სახით გამოიყენება თმის შესაღებად. მუქი ფერის თმის ინა მოყავისფრო - მოფორთოხლისფრო, მოჟღალო ფერად ღებავს.
ინა იშვიათად იძლევა ალერგიულ რეაქციას, თუმცა ძალიან მგრძნობიარე კანი შეიძლება მაინც გააღიზიანოს. გამოყენებამდე ყოველთვის გაიკეთეთ ტესტი - წაისვით პასტა ყურს უკან მგრძნობიარე კანის პატარა მონაკვეთზე და გაიჩერეთ 24-48 საათი. ჩამოიბანეთ. ნებისმიერი სახის გაღიზიანება გამოჩნდება თქვენს კანზე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.