» » » უჩვეულო ხაჭაპური ძალიან სწრაფად: სიჩქარე გემოზე არ მოქმედებს!

უჩვეულო ხაჭაპური ძალიან სწრაფად: სიჩქარე გემოზე არ მოქმედებს!

არომატული ხაჭაპური პიკანტური შიგთავსით - ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია. ამ გემრიელობის წინაშე თავის შეკავება რთულია. დარწმუნებული ვარ, ხშირად შეგიძენიათ იგი საცხობში ან შინ გამოგიცხვიათ.

თუმცა, კლასიკური ხაჭაპურის მოსამზადებლად 1 საათი მაინც დაგჭირდებათ, ჩვენ კი გთავაზობთ მის რეცეპტს, რომელიც 15 წუთში ჩაატევს ზარმაც ან დამწყებ დიასახლისს.



სწრაფი ხაჭაპური
ინგრედიენტები იმდენად მარტივია, რომ ნებისმიერ სამზარეულოში მოიპოვება.
ინგრედიენტები
  • 200 გ მაგარი ყველი
  • 100 გ კამა
  • 200 გ არაჟანი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი


მომზადება
  1. დახეხეთ ყველი საშუალო სახეხზე და გადაყარეთ ღრმა თასში.


  2. ყველში ჩაასხით კვერცხი, არაჟანი, დაუმატეთ კამა, ფქვილი, მარილი და წიწაკა. ყველაფერი კარგად მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.


  3. ტაფა კარგად გააცხელეთ, დაასხით მცენარეული ზეთი და მოათავსეთ მიღებული მასა. მაშინვე დაახურეთ თავსახური.


  4. როგორც კი ერთი მხარე კარგად შეიწვება, მოხსენით თავსახური, გადააბრუნეთ ხაჭაპური და მეორე მხარეს უკვე თავსახურის გარეშე შეწვით. საერთო ჯამში, შეწვით 5-7 წუთი ორივე მხარეს.


  5. მოათავსეთ ხაჭაპური თეფშზე და დაჭერით.

გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.