ამ კერძისთვის ნებისმიერი ჯიშის წიწაკა გამოგადგებათ. თუ ბულგარული წიწაკა გიყვართ, ეს რეცეპტი თქვენთვისაა. სწრაფი და გემრიელი კერძი, რომლის მომზადებასაც დამწყები კულინარიც გაუმკლავდება.
შემწვარი წიწაკა
წინასწარ გაფრთხილებთ: მომზადების დროს გაჩენილი არომატი ცხოველურ მადას გაგიღვიძებთ.
ინგრედიენტები
- 1 კგ ბულგარული წიწაკა
- 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
- 3 კბილი ნიორი
- 2 ჩ.კ. შაქარი
- 1 ს.კ. ძმარი
- ნიახური და კამა
- მარილი გემოვნებით
- გარეცხეთ წიწაკა და მოაშორეთ წყლის წვეთები ხელსახოცით. ეს დაგიცავთ ზეთის შხეფებისგან და დამწვრობისგან.
- გაცხელებულ ტაფაზე მოასხით მცენარეული ზეთი, დაალაგეთ წიწაკები მთლიანად და ამზადეთ 20 წუთით, დახურულ ტაფაზე. პერიოდულად აბრუნეთ წიწაკები, რათა ყველა მხარე შეიბრაწოს.
- მზა წიწაკა უნდა იყოს რბილი, ბრტყელი და შებრაწული. გადმოალაგეთ ისინი თეფშზე და მოხსენით კანი. მოაშორეთ შიგთავსი.
- ტაფაზე დარჩენილი წვენი სოუსისთვის შეინახეთ. დაჭყლიტეთ ნიორი, დაუმატეთ ძმარი, მარილი, შაქარი, დაჭრილი მწვანილი და მოასხით წვენი.
- მორწყეთ წიწაკა მიღებული სოუსით. შეგიძლიათ მიირთვათ ცხელი, ან გააჩეროთ მაცივარში.