სწრაფი ღვეზელები კეფირით
ინგრედიენტები ცომისთვის
- 1 ჭიქა კეფირი
- 4 ჭიქა ფქვილი
- 2 კვერცხი
- 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
- 1 ჩ.კ. სოდა
- 2 ჩ.კ. შაქარი
- 1 ჩ.კ. მარილი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 0.5 კგ ქათმის ფარში
- 1/4 ჩ.კ. შავი წიწაკა
- 1 ჩ.კ. მარილი
- ჯერ მოამზადეთ შიგთავსი: მზა ფარშს დაუმატეთ სანელებლები.
- ღრმა ჭურჭელში შეურიეთ კეფირი და სოდა. რეაქციის გადასვლის (ქაფის გაქრობის) შემდეგ, დაუმატეთ მარილი, შაქარი, მცენარეული ზეთი და კვერცხი. ათქვიფეთ კარგად.
- თანდათან ჩაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ჰაეროვანი ცომი. იგი მზად იქნება, როცა ხელებზე აღარ მოგეკრობათ.
- დაყავით ცომი პატარა ნაჭრებად, მოათავსეთ ფარში და გამოძერწეთ ღვეზელები. შებრაწეთ ზეთზე.