» » ხსნარი სამი კომპონენტისგან, 15 წუთი, 1 გარეცხვა და ბიუსჰალტერი კვლავ თოვლივით ქათქათა გახდება!

ხსნარი სამი კომპონენტისგან, 15 წუთი, 1 გარეცხვა და ბიუსჰალტერი კვლავ თოვლივით ქათქათა გახდება!

თეთრეული მაგიური თვისებები მატარებელია. თქვენ შეგიძლიათ ტანზე ტომარა გადაიცვათ, მაგრამ თუ მის ქვეშ შთამბეჭდავი მაქმანიანი ნაკრები გაცვიათ, თქვენ თავს მაინც თავდაჯერებულად და მილიონერივით იგრძნობთ. გაზაფხულსა და ზაფხულზე ალბად ღია ტანსაცმელით სარგებლობთ, რაც იმას ნიშნავს რომ ხშირ შემთხვევაში თეთრი ფერის თეთრეულის გამოყენება გიწევთ. ამ შემთხვევაში კი ერთ მუდმივ პრობლემას ვეჩეხებით - ის ძალიან მალე კარგავს გარეგნულ მახასიათებლებს, ყვითდება და ნაცრისფერდება.
თეთრი ბიუსჰალტერი

თეთრი ბიუსჰალტერის და საცვლების გარეცხვა რთულია, რადგან მათი ქსოვილი ძლიერ მათეთრებელ საშუალებას ვერ უძლებს. დღეს "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი ინგრედიენტები უნდა დაუმატოთ წყალს, რომ ბიუსჰალტერს სიქათქათე დაუბრუნოთ. 

როგორ გავათეთროთ ბიუსჰალტერი


თქვენ დაგჭირდებათ
  • 2 ს/კ მარილი
  • 1 ს/კ სოდა
  • 1 ს/კ სარეცხი ფხვნილი


გამოყენების წესი
  1. თასში თბილი წყალი ჩაასხით, მაგრამ არა ცხელი. დაუმატეთ მითითებული ინგრედიენტები და კარგად აურიეთ, რომ ისინი გაიხსნას. 

    შეურიეთ თბილ წყალსს ჩამოთვლილი ინგრედიენტები

  2. ბიუსჰალტერი 15 წუთით ჩაალბეთ - ეს სავსებით საკმარისია. თუ თქვენი თეთრეული კარგ მდგომარეობაში არაა, წყალში 30 წუთით გააჩერეთ, მაგრამ უფრო დიდხანს არა. შემდეგ თეთრეული ხელით გარეცხეთ, მაგრამ არ გაჩიჩქნოთ და არ გაწელოთ. 

    ჩაალბეთ თეთრეული

  3. ბიუსჰალტერი თბილ წყალში გაავლეთ და მზადაა. დაიმახსოვრეთ: არავითარ შემთხვევაში არ გააშროთ თეთრეული გამათბობელზე  - რადგან ეს მასზე ყვითელი ლაქების გაჩენას გამოიწვევს. 


გააშრეთ თეთრეული

რეცხვის ეს მეთოდი საუკეთესო საშუალება ქვედა საცვლებისთვის, მსუბუქი ზედებისთვის, მაისურებისთვის და პერანგებისთვის. თქვენი ნივთები შეუდარებელი თეთრი ძალიან დიდხანს იქნება. რეცხვის პროცესი შეგიძლიათ ამ ვიდეოში ნახოთ. 


მოგვიყევით თუ ფლობთ დელიკატური, თეთრი ქსოვილის რეცხვისთვის თქვენეულ ეშმაკობებს და არ დაგავიწყდეთ, სასარგებლო რჩევები თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ!
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.